სოსო ჭუმბურიძე - პოლიტიკოსებს იმდენი წვლილი არ მიუძღვით საქართველოს დაქცევაში, რამდენიც ჟურნალისტებს! როგორი გაშმაგებით ცდილობენ ქვეყნის არევას
სოსო ჭუმბურიძის პოსტი:
მოდით, პირდაპირ ვთქვათ:
ალბათ, პოლიტიკოსებს იმდენი წვლილი არ მიუძღვით საქართველოს დაქცევაში, რამდენიც ჟურნალისტებს!
სიკვდილია ჩემთვის ამის თქმა და აღიარება, მაგრამ ასეა.
***
დღესაც ვხედავთ, როგორი გაშმაგებით ცდილობენ ქვეყნის არევას, ვითომცდა, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით.
და ვინ არიან ესენი - დემოკრატიისათვის მებრძოლნი?!
***
#1.
ინგა გრიგოლია?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
წუხელ რამდენჯერმე იკითხა: „იქნება თეა წულუკიანი ყველას მინისტრი?"
საუბედუროდ, სტუდიაში არავინ იჯდა ისეთი, კითხვას რომ შეუბრუნებდა: „თქვენ ხართ ყველას ჟურნალისტი?!"
არადა, წულუკიანს, პოლიტიკური თანამდებობობის პირს, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, ისე არ მოეთხოვება „ყველას მინისტრობა", როგორც გრიგოლიას (და ნებისმიერ ჟურნალისტს) - „ყველას ჟურნალისტობა!"
განა არ იცის, რამდენი ლანძღავს და რამდენს საერთოდ ჟურნალისტად არც მიაჩნია?!
ეს რომ იცის, ამის გამო, კიდევ უფრო მეტადაა გაავებული.
#2.
გიორგი თარგამაძე.
მას შემდეგ, რაც რეზო ამაშუკელმა „ჰალსტუხიანი ხვლიკი" უწოდა, ჰალსტუხს აღარ იკეთებს.
იმავე პოეტმა უწოდა მის არხს „ღალატის ფორმულა", მე კი მის გადაცემას - „მედროვეობა".
ეს მართლაც ღალატისა და მედროვეობის ფორმულა, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ პირდაპირ ეთერში დაარბია, დღეს ურცხვად აცხადებს, ასეთი მძიმე პერიოდი ქართულ მედიას არასოდეს ჰქონიაო(?!).
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?“
***
#3.
დიანა ტრაპაიძე.
ეს ის დიანაა, თამაზ ჭილაძესთან ინტერვიუზე მისულმა, ოთარ ჭილაძეს რომ ჰკითხა, - თქვენც წერთო?! და დღეს როგორ ცდილობს, დემოკრატიისათვის გაშმაგებულ ბრძოლაში", გრიგოლიასაც კი გადაასწროს?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
#4.
ნოდარ მელაძე.
გრიგოლიას ყვირილი (ბევრი ტატყანს რომ უწოდებს) დღეს ისეთ ანაქრონიზმად არ აღიქმება, როგორც მელაძის მანერა, რომელიც ქართული კინოს ყველაზე ყალბ და პათეტიკურ პერიოდს მოგვაგონებს: „ნუ დავით, ნუ გამახსენებ ლამისყანას"...
მის ფეიკებზე აღარას ვიტყვი. რაც მთავარია, დღეს, თურმე, „დემოკრატიისათვის იბრძვის" მელაძე - სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიის ერთ - ერთი ყველაზე ოდიოზური სახე?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
***
უმბერტო ეკოს რომანში ერთი პერსონაჟი მეორეს ეკითხება, თუ იცი, იესო რატომ არასოდეს იცინოდაო?
პასუხი ასეთია: ამაზე საუკუნეებია, კაცობრიობა თავს იმტვრევს და ვერ აუხსნიაო. და ჩვენ გვინდა, რომ იესომ ამათ უღირსობაზე გაიცინოს?!
არ გაიცინებს!
***
და კიდევ უფრო მთავარი:
დღეს საქართველოში აღვირახსნილი მედიის დიქტატურაა.
ღირსეული ჟურნალისტები კი ჩრდილში არიან - უმუშევარნი, დაჩაგრულნი, დაბეჩავებულნი...
ეს - იმ დროს, როცა ბუკა პეტრიაშვილიც კი ჟურნალისტობს.
და ვიდრე ასეა, საქართველოს სიმშვიდე არ უწერია...
P.S.
გვარამიაზე, გაბუნიაზე, კვესიტაძეზე უკვე ლაპარაკიც არ ღირს: `გასულნი არიან „მომსახურების ზონიდან". მათზე უფალს კი არა, ჩვენც აღარ გვეცინება.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება
მადლობა ყველაფრისთვის... - ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს მიმართავს
ლევან მეხუზლა: რეგულაცია მანიფესტი არ არის, გამოაქვეყნებ და აბა უნდა შეასრულო, ხალხთან კონსულტაცია უნდა გაიარონ
ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა
"გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე'' - ლევილის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო
ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლს ემოციური წერილით დაემშვიდობა
თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
შალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა
ვილი სანიოლი: მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ - მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა
ვილი სანიოლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად -კახა კალაძე
უბედური შემთხვევა სამტრედიაში: მატარებლის შეჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
წყლის მიწოდება შეწყდება – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს
26 სექტემბერის ამინდის პროგნოზი
კათოლიკოს-პატრიარქი ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
მარტვილში ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე "ჭყონდიდობა" აღინიშნება