"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომით არა მხოლოდ ევროპა, არამედ ვაშინგტონიც გადაიღალა"
ჯერ კიდევ ორი თვის წინ "საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულმა საბჭომ" (ECFR) ბრიტანეთსა და ევროკავშირის სივრცეში (სულ 10 სახელმწიფოში) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგად რესპონდენტთა უმრავლესობამ (35%) მხარი დაუჭირა უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე, თუნდაც უკრაინისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ბოლო ორ თვეში ევროპის კონტინენტზე განვითარებული მოვლენები გვაძლევენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გამოკითხვა დღეს რომ ჩატარებულიყო, მოვლენათა განვითარების ზემოხსენებულ სცენარს გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს.
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომით არა მხოლოდ ევროპა, არამედ ვაშინგტონიც გადაიღალა. რუსეთის მიმართ სიძულვილი დღეს ეკლექტიკურად თანაცხოვრობს ომის მწვავე ფაზის, "ცივი" ომით ჩანაცვლების სურვილთან. ასე მაგალითად, ნორვეგიამ შეწყვიტა კუნძულ შპიცბერგენის ბლოკადა და დღეს უკვე ატარებს იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტვირთებს. გერმანიის კანცლერი კი მიესალმება კანადის მიერ ემბარგოს მოხსნას, მწყობრიდან გამოსული "ჩრდილოეთ ნაკადის" გაზსადენის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტურბინის მოწოდების სახით. მედიაში ასევე ჟონავს დახურული ინფორმაცია აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დარეგულირების შესაძლებლობების თაობაზე.
იმავე "ოპერიდან" ჩანს ბორის ჯონსონის გადაყენება და მისი, როგორც "ომის პარტიის" ლიდერის, "მშვიდობის", "შიშის" თუ "პრაგმატულობის" ფრთის წარმომადგენლით სავარაუდო ჩანაცვლების პერსპექტივები. იმავე პრაგმატულობით შეიძლება აიხსნას უკრაინისთვის განკუთვნილი, ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან, გერმანიის მიერ დაბლოკილი 9 მილიარდი ევრო. მანამდე ევროკავშირმა უკვე დაუბლოკა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ტრანში. როგორც ჩანს, ომის გარდაუვალი და მოახლოებული დასრულების მოლოდინში, დასავლეთს აღარ სურს უსარგებლო და საკუთარი თავის დამაზიანებელი ხარჯების გაწევა. როგორც ჩანს, დასავლეთში იმარჯვებს ის პოლიტიკური მიდგომები, რომლებსაც რუსეთთან თუნდაც "პროქსი-დაპირისპირების" გაგრძელებით, არ სურთ ცივილიზაციების რეალურ დაპირისპირებამდე მიყვანა.
ამასობაში კი, კიევის ქუჩებში ცნობად უკრაინელ პოლიტიკოსებს უკვე ღიად ესხმიან თავს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არესტოვიჩი თავის შეფს, ანდრეი ერმაკს, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში პირდაპირ ადანაშაულებს, ხოლო იმავე საკითხის შესწავლის ინიცირება დღეს უკვე აშშ-ს კონგრესის დონეზეც ხდება..."-0 წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი