"დაფეთებულ ადამიანს კიდევ ბუჩას და ხერსონს რომ უჩვენებ ტელევიზორში, რისი იმედი გაქვს - გაბრაზდება რუსზე?!"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: ლევან შენგელია

 

როცა კაცს მტრის ეშინია, როცა ღირსების, სამშობლოს, თვით საკუთარი შვილების სიცოცხლის დაცვაც კი ეშინია ისე ეშინია მტრის - ეს უბედურებაა!

 

ამაზე დიდი უბედურება ისაა, რომ - რომ ეშინია ამის გამო არ რცხვენია და ყველას გასაგონად გაიძახის მეშინიაო!

 

აი, ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ საკუთარი სილაჩრე და არაკაცობა (არაკაცობაა ყველაფრის რომ გეშინია!!!) პოლიტიკურ არგუმენტად და პოზიციად უქცევია და კიდევ აქეთ გვიტევს და ჭკუას გვასწავლის!

 

ყველა გამომსვლელს ვუსმენ - პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს,  სოციოლოგებს, პოეტებს, რატომღაც ისედაც ცნობილ ტიპებს.  ამათგან ზოგიერთი ჭკვიანიცაა. ყველა ლაპარაკობს, რომ "ასე არ შეიძლება", "ასე კი არა ისე უნდა იყოს", რომ "ეს და ეს უნდა გაკეთდეს",  და სხვ. მხოლოდ ხანდახან გაისმის შეკითხვა - "როგორ?"

 

და სწორია - გავიგეთ და ყველამ ზეპირად ვიცით რა გვინდა, მაგრამ როგორ - ეს არავინ არ იცის! ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგონია არავისგან.

 

სამაგიეროდ, როგორ დააფეთეს და დააგლახავეს ხალხი ხომ ვიცით! ზუსტად იგივე მეთოდით ოღონდ შებრუნებული შინაარსით, უნდა გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან! ეს ჩემზე უკეთ სწორედ სოც.ფსიქოლოგებმა და პოლიტ.ტექნოლოგებმა უნდა იცოდნენ. მედიამ ნამდვილად არ იცის! დაფეთებულ ადამიანს კიდევ ბუჩას და ხერსონს რომ უჩვენებ ტელევიზორში, რისი იმედი გაქვს - გაბრაზდება რუსზე?! არა, კიდევ უფრო შეეშინდება და წახდება, მთლად გაფუჭდება! წაქეზება და სტიმული იმას უნდა, რაც უკვე არსებობს! თუ ადამიანი შიშს ჰყავს დამონებული, იმას ომზე რეპორტაჟით ხომ სულ გულს გაუხეთქავ!

 

ხომ ყველა ვხედავთ - იმ ხალხის უმრავლესობაც, რომელსაც ჭკუა უჭრის და  ევროპა ურჩევნია რუსეთს - ისინიც კი რას ამბობენ - ევროპა  მიტომ მირჩევნიაო რომ მაღალი პენსიებიაო, კარგი სოც. და ჯანდაცვააო, დაცული ვიქნებიო და ასე შემდეგ. იმას კი არ ამბობენ იქ სამართლიანობააო, განათლებას შევიძენ და შრომას ვისწავლიო! სინამდვილეში ამასაც ტახტზე წამოგორება უნდა. უბრალოდ იმაზე უფრო ჭკვიანია, ვისაც ეგეთი ცხოვრება რუსეთში უფრო ეგულება!

 

...

ჩემა მეგობარმა მიამბო, ბაბუაჩემი ავად რომ გახდა მთელი ოჯახი ფეხზე დადგაო. ააწრიალეს ექიმებიო. ბაბუაჩემმა იხუმრაო  - კარგად ვიყავი და ავად გავხდი, აწი რა მომარჩენსო! 

 

ჰოდა, იმას ვამბობ - რამაც მოგკლას იმან დაგარჩინოსო, ნათქვამია! როგორც და რა მეთოდითაც გამოათაყვანეს ხალხი, რა ჰიბრიდული ომის ხრიკებითაც დაადამბლავეს, როგორი ტყუილ-მართლითაც დააზომბეს  - იგივე მეთოდი თუ გაჭრის,  ოღონდ საპირისპირო შინაარსით და არა პათეტიკური ლაპარაკი მთაგორიან სამშობლოზე და ვაჟკაცობის სადღეგრძელოები! 

 

ყოველ შემთხვევაში, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და თუ ვინმემ რამე ჭკვიანური იცის, თქვას სანამ დროა თორემ სადაცაა გავიჯახუნეთ ისტორიის კარი და ეგაა...





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე