"დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 140-ე დღე

 

სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსები შტურმის განხორციელებას ცდილობდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

 

„სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცეცხლს ხსნის ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე. მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კურულკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.


კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა გრიგოროვკას, სევერსკის, კრამატორსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკოტნეს, სერებრიანკასა და სპორნოეს რაიონები, განახორციელა ავიადარტყმები ვერხნეკამენსკსა და მაიაკოვთან. ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენსკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცეცხლს ხსნიდა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ნოვოლუგანსკოეს, ნიუ-იორკის, პოკროვსკოეს, ვესელა დოლინას, სოლედარის, ბერესტოვეს, ვესელეს, ვიემკას, სემიგორიეს, ვერშინას და უგლეგორსკაიას თბოსადგურის დასახლებებში.

 

„მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ნიუ-იორკის, ივანო-დარივკასა და სემიგორიეს მახლობლად. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა კოდემასა და ვერშინას მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ოთხი საზღვაო ხომალდი.

 

დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა, მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

 

უწყების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის, ომის დასრულების მიზნით ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა დაბალი რჩება.

 

„დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ. თუმცა, მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს და ემუქრებათ, რომ დაკარგავენ ნებისმიერ იმპულსს, რომელიც ლისიჩანსკის აღების შემდეგ შეიქმნა. დაძველებული ავტომობილები, იარაღები და საბჭოთა ეპოქის ტაქტიკა, რომელსაც რუსული ძალები იყენებდნენ, არ იძლევა საშუალებას, სწრაფად აღიდგინონ ან ააშენონ იმპულსი, თუ არ გამოიყენებენ უზარმაზარ მასას, რომელსაც რუსეთი ამჟამად ვერ ახერხებს. მიუხედავად უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს 13 ივლისის მოლაპარაკებებისა მარცვლეულის ექსპორტსა და ბოლო წარმატებულ მოლაპარაკებებზე ტყვეების გაცვლის შესახებ, ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა, რომ კონფლიქტი დასრულდეს, დაბალი რჩება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მიკოლაივში ძლიერი აფეთქებები მოხდა. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

 

"მიკოლაივი, ძლიერი აფეთქებები ისმის! განგაშის სიგნალი გრძელდება. ყველას ვთხოვ, დარჩეს თავშესაფრებში", - წერს მერი „ტელეგრამზე“.

 

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს ქალაქის რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს.

 

"ადგილზე უკვე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ ფოტოები და ვიდეო დაბომბვის შესახებ, სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოჩნდება. დაბომბვის შედეგებს დაწვრილებით მოგვიანებით გაგაცნობთ", - აცხადებს მერი.

 

რუსეთის სუ-27 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა კუნძულ „ზმეინის“ წარუმატებლად დაბომბვა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

 

"სუ-27-ის ორი მოიერიშე თვითმფრინავით მტერმა „ზმეინის“ კუნძულის დაბომბვა სცადა. ბომბები ზღვაში, კუნძულის მახლობლად ჩავარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

30 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა „ზმეინის“ კუნძული დატოვეს. უკრაინელი სამხედროების წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მათ გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია საჩქაროდ განახორციელეს.

 

"ჩვენ ნამდვილად ვიღებთ მნიშვნელოვან ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად. მე მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის," - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობას რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების შესახებ.


"ამ ამბის წარმატება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე, მთელ მსოფლიოს სჭირდება. თუ ჩვენ მოვახერხებთ შავ ზღვაში ნავიგაციისთვის რუსული საფრთხის აღმოფხვრას, ეს მოხსნის მსოფლიო სასურსათო კრიზისის სიმძიმეს”, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციამ მას აცნობა, რომ არის გარკვეული პროგრესი და უახლოეს დღეებში დეტალებზე გაეროს გენერალურ მდივანთან შეთანხმდებიან.

 

ევროკავშირი გმობს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსული პასპორტების დარიგების გამარტივების შესახებ და ამ დოკუმენტებს არ აღიარებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„რუსეთის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ყველა უკრაინელისთვის, არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკანონო ომთან“, - აღნიშნა ბორელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი „არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს“.

 

11 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ყველა მცხოვრებლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე