უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი სოფლის აღების მცდელობა შეაჩერეს - ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 141-ე დღე

ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან

 

 

ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით, კოდემასა და ბელოგოროვკას მიდამოებში, აგრეთვე სოფლების, სპორნოესა და ვერშინას აღების მცდელობა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ძლიერი წინააღმდეგობა მიიღეს, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.

 

„სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის გაძლიერებულ დაცვას აგრძელებს. ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და ხელი შეუშალოს ჩვენი ჯარების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას. მტერი ცეცხლს უხსნიდა პეტროვკას, როდნოეს, სოსნოვკას, სლატინოს, პრიშიბის, რუსკი ტიშკის და სხვა დასახლებების ტერიტორიებზე ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან.

 

სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და შეტევითი ოპერაციების ჩატარება სლავიანსკის მიმართულებით. მან არტილერიით ესროლა დიბროვნოეს, პოდოლოვკას, მაზანოვკას, ადამოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიეს, კურულკას და სხვა ტერიტორიებს.

 

დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ცეცხლის გახსნას უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილების წინააღმდეგ არტილერიიდან და ტანკებიდან, ახორციელებს დაზვერვას, ცდილობს აღმოაჩინოს სისუსტეები ჩვენი ჯარების დაცვაში. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ცდილობს გადაადგილდეს სოლედარისა და ბახმუტის მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ახორციელებს გადაჯგუფებას, რათა განაახლოს შეტევა სევერსკის მიმართულებით.

 

„მტერმა არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნა კრამატორსკის, ზაკოტნის, გრიგორევკას და სხვა ტერიტორიებზე. საჰაერო დარტყმები განახორციელა ვერხნეკამენსკოეს მახლობლად. კურახოვოს, ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ოკუპანტებს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებიათ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა კამენკას მახლობლად. ჩვენმა დამცველებმა ვოდიანოეს მახლობლად მტრის შეტევის სწრაფად ჩაახშვეს. მტერმა უგლედარის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა,“- ნათქვამია ანგარიშში.

 

გენშტაბში აცხადებენ, რომ იუჟნობუჟსკის მიმართულებით, ოკუპანტები სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას ახორციელებდნენ. მათ სარაკეტო თავდასხმა მოაწყვეს მიკოლაივზე და საჰაერო დარტყმები განახორციელეს ბოლშოი არტაკოვოსა და ოლგინოს რაიონებში.

 

ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორიც რუსეთი.

 

 

„მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას ყოველდღე გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ფრთოსანი რაკეტებით და არტილერიით“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

მისი თქმით, ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათ წლამდე ასაკის სამი ბავშვი და ეს, ჯერჯერობით, საბოლოო რიცხვი არ არის, რადგან ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

 

 

„ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა, ღმერთმა ნუ ქნას და, დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა, ტერორიზმი არა? ტერორი ვირუსია და თუ რომელიმე ტერორისტი დაუსჯელი დარჩება, ეს მხოლოდ ამხნევებს სხვებს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

მისი თქმით, აბსოლუტურად აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაინერგოს ისეთი შეზღუდვები რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტებს არ მისცემს საშუალებას დაფარონ თავიანთი ხარჯები საერთაშორისო საზოგადოების ხარჯზე.

 

ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

 

პოდოლიაკის თქმით, უკრაინიდან იძულებით გაყვანილ ადამიანთა რიცხვმა 1,6 მილიონს მიაღწია, რომელთაგან 260 000 ბავშვია.

 

„1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა - „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს“, - წერს პოდოლიაკი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე