დგას თუ არა ევროკავშირის ეკონომიკა კრიზისის წინაშე რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში?

„რუსეთმა 11 ივლისს გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ გააჩერა - როგორც ამბობენ პროფილაქტიკისათვის, მაგრამ ვინ იცის... კრემლი მზადაა, წავიდეს გარკვეულ ფინანსურ ზარალზე იმისათვის, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციები დაუსჯელი არ დატოვოს“,-ამის შესახებ გერმანული გაზეთი Die Welt-ი წერს.  როგორც გამოცემა ასკვნის, „მოსკოვი ჰიბრიდულ ომში, იარაღად გაზს იყენებს“.

 

უკვე რამდენიმე დღეა, უცხოური პრესა პუტინის ნავთობ-ომზე წერს. მათი ინფორმაციით, "მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის პრეზიდენტს ევროპა ხელში უჭირავს" (ავსტრიის გაზეთ  Wiener Zeitung).

 

ექსპერტების მტკიცებით, რუსეთს სხვადასხვა ვარიანტები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისე შეამციროს გაზის მიწოდება, თვითონ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს. ბოლოს და ბოლოს, „გაზპრომსშეუძლია თავისიცისფერი საწვავისექსპორტი სხვა სახელმწიფოებში განახორციელოს - თავდაპირველად შედარებით ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც. სავარაუდოდ, მოსკოვის ადმინისტრაცია იმ ბუნებრივი გაზის გაყიდვას, რომელიც ახლა ევროპულ ექსპორტში აღარ მიდის, სხვა ბაზრებზე შეეცდება, უპირველესად კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მაგრამ ეს, ლოჯისტიკის თვალსაზრისით, იოლი არ იქნება.

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, "ევროპელები ცდილობენ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას, თუმცა, ამის შედეგი საფონდო ბირჟაზე გაზის ფასის და მომხმარებლისთვის ენერგორესურსების ღირებულების ზრდა იქნება".

 

ევროპის ქვეყნებში ამ საკითხზე განგაშის ზარებს უკვე შემოჰკრეს.

 

გათბობის ყოველთვიური გადასახადის სამჯერ გაზრდაზე უკვე საუბრობს გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ფედერალური ქსელის სააგენტოს  ხელმძღვანელი, კლაუს მიულერი.

 

მისი თქმით, მაღალი ხარჯების შესამსუბუქებლად შესაძლებელია კომპანიების სუბსიდირება განხორციელდეს, ან სახელმწიფომ დახმარება შესთავაზოს მათ, ვისაც არ შეუძლია გაზრდილი ფასების გადახდა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით კი, "ქვეყანა განსხვავებით ზოგიერთი ევროპელი მეზობლისგან, ძალიან არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამჟამად ისინი საკუთარ რეზერვებს ავსებენ."

 

მაკრონი საკუთარ მოქალაქეებს სთხოვს, რომ "ვისაც შეუძლია, გეგმა ახლავე, ამ ზაფხულს შეიმუშაონ“, რათა შეამცირონ ბუნებრივი აირის ზოგადი მოხმარება და გაზი დაზოგონ.

 

გაზის მიწოდების შესაძლო შეჩერების გამო, მთელი მსოფლიო მძიმე ზამთრისთვის ემზადება და გამონაკლისი როგორც ჩანს, არც მოლდოვაა.

 

მაია სანდუს განცხადებით, მას არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვაგაზპრომთანუფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ.

 

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმის გამო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა გავამყაროთ ეს. დიახ, ახლა რთულია, ყველასთვის რთულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში არ შეიმუშავეს ალტერნატივა, არ განახორციელეს ინვესტიცია ენერგეტიკულ პროექტებში - მაშინ ამით არ იყვნენ დაინტერესებული. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაკეთებთ, 4-5 წელიწადში ანაზღაურდება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 

დგას თუ არა ევროკავშირის ეკონომიკა კრიზისის წინაშე რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში?

 

ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ესაუბრა:

 

რუსული, თითქმის მსოფლიოში ყველაზე იაფი გაზით,  მთელი ევროპა 40%-ით მარაგდებოდა,  40 წლის განმავლობაში.

 

გამოდის, რომ რუსულ იაფ გაზს ევროპის (ევროკავშირის) ქვეყნების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლომის წილი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.

 

თუ გაზი იაფია, მაშინ პროდუქციის წარმოებაც იაფი ჯდება. ასევე იაფია გაზით მიღებული ელექტროენერგია და თუ ელექტროენერგია იაფია, ადამიანთა ცხოვრების დონე მატულობს, მრეწველობის განვითარება უფრო სწრაფია.

 

ეს განსაკუთრებით ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს - გერმანიას ეხება,“- აცხადებს სიმონ კილაძე.

 

მისი თქმით, თუ ეს ასე არ არის, რუსული იაფი გაზის შეწყვეტით ევროკავშირის (მათ შორის, გერმანიის) ეკონომიკაც კრიზისის წინაშე დგას.

 

შეგვიძლია ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ, რადგანაც რუსეთი დღეს "აგრესორი და ოკუპანტია":

 

) მოსკოვის იაფი გაზი ევროკავშირს აღარ უნდა...


) და თუ აღარ უნდა, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ალტერნატიული სტაბილური წყაროების მოძიება, თორემ ზამთარი ახლოვდება;


) და თუ ვერ მოახერხებს ალტერნატიული წყაროების მოძიებას, ასეთ შემთხვევაში - პირველი: ევროკავშირი უნდა შეურიგდეს ეკონომიკის დაცემას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას და მეორე - თუ მოქალაქეთა კეთილდღეობა გაუარესდება, მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საპროტესტო აქციები დაიწყება და მათ გადადგომა ელოდებათ,“- განმარტავს სიმონ კილაძე.

 

აღსანიშნავია, რომ გაზს, ნედლეულს, ენერგომატარებლებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კრემლი საკუთარკოზირადიყენებს.

 

როგორც უცხოური პრესა წერს, ვლადიმერ პუტინისთვის პრობლემა არ არის ორიოდე მილიარდის დაკარგვა. მისთვის მთავარია დასახული მიზნის მიღწევა. მიზანი კი იმაში გამოიხატება, რომ დასავლეთი იძულებული გახადოს ანტირუსული სანქციების შესუსტებაზე დათანხმდეს.

 

Wiener Zeitung- კი საკუთარ სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ქვის საუკუნე იმიტომ კი არ დასრულდა, რომ ქვები გამოილია“, - თქვა ერთხელ საუდის არაბეთის ნავთობის ყოფილმა მინისტრმა და OPEC-ის გენმდივანმა, შეიხმა აჰედ ზაქი-იამანმა, -არც ნავთობის საუკუნე არ დასრულდება იმით, რომ ნავთობი გამოილევა“. OPEC-ის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ნავთობის მოპოვების რეგულირებით მისი ფასებიც დაარეგულიროს. მაგრამ ახლა, როცა ვლადიმერ პუტინი [ნავთობით მანიპულირებს], პოსტნავთობური საუკუნე შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო,- თომას ზიფერტი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე