"ქართველმა მოსამართლეებმა და პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე ძალიან ზედმეტი აიღეს" - იაგო ხვიჩია

"მგონი ქართველმა მოსამართლეებმა და პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე ძალიან ზედმეტი აიღეს და შეიძლება ეს მათთვის ისე დამთავრდეს, რომ ცხოვრებაში აშშ-ში არ მოუწიოთ ჩასვლა"- ასე გამოეხმაურა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პარტია "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, სადაც ის ევროპარლამენტარს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

როგორც ხვიჩია აცხადებს, დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან ბრძოლაში ახლა უკვე სასამართლოც ჩაერთო, რაც მის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

 

"ხელისუფლების დავალების შესასრულებლად ასეთი თავდადება მოსამართლეს განსაკუთრებით არ შეეფერება. აქ ახალი არაფერია, მაგრამ ამერიკელებთან და სხვა დიპლომატებთან ბრძოლაში აყოლა სასამართლოს ისედაც განადგურებულ რეპუტაციას უფრო მეტად გაანადგურებს.

 

ამერიკელების გასაკრიტიკებლად "ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის შემდეგ, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოსამართლეს დამოუკიდებლად მოუნდა ამ ყველაფერში აყოლა, რათა აჩვენოს, რომ თვითონ არის სასამართლოში გადაწყვეტილების მიმღები. ანდაც, იგივე ხდება სასამართლოში, რაც პარლამენტში. როგორც ჩანს, ეს არის ერთიანი სიმფონიური ორკესტრი, რომელიც შესაძლოა, საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს დასავლეთის თუ აშშ-ის პარტნიორების დისკრედიტაციას. ანდა, სავარაუდოდ, ეს სჭირდებათ, რომ პროდასავლურად განწყობილ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა,"- აცხადებს ხვიჩია.

 

მოსამართლის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიას საქმის განაჩენით აშშ-ის ელჩი დაინტერესდება, ხვიჩია აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი საუბრები ამ მოსამართლის კარიერულ წინსვლას ხელს შეუშლის.

 

"ასეთი სიტყვები არ იკარგება და საბოლოო ჯამში,  ამ ადამიანის პროფესიულ კარიერას და ამერიკაში მოგზაურობას ხელს შეუშლის, როცა ამის დრო მოვა"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც სადაც ის ევროპარლამენტარს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. მოსამართლის განცხადებით, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რა სახის განაცენი გამოიტანოს. 

 

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე