"უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“ - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდას უარყოფს და კონტროლის გაძლიერების პირობას დებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლები გაგზავნა ქვეყნისთვის მიწოდებული იარაღის ნაკადის მონიტორინგისთვის. ამას გარდა, მისი ცნობით, უკრაინა იყენებს 2019 შეძენილ ნატო-ს პროგრამულ უზრუნველყოფას იარაღის დისლოკაციის და გამოყენების მონიტორინგისთვის, ხოლო ალიანსის ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

 

ამას გარდა, უკრაინა მუშაობს მონიტორინგის ორ სისტემაზე, რომლებიც იმუშავებს ნატო-ს პროგრამული უზრუნველყოფის პარალელურად. მინისტრის განცხადებით, უკრაინიდან მძიმე შეიარაღების უკანონოდ გატანის შანსი არ არის, რადგან ის აღჭურვილია GPS-სისტემით და შესაძლებელია მისი მონიტორინგი თანამგზავრით.

 

ამავე დროს, რეზნიკოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თეორიულად უკრაინიდან ევროკავშირში შესაძლებელია ავტომატის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის გატანა, თუმცა ევროპისგან და ევროკავშირის ქვეყნების პოლიციისგან მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს არ მიუღია.

 

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე