აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავსტრიული კომპანია დაამზადებს

აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ვიწყებთ ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და მთავარი ტელესკოპის დამზადების პროცესს. უკვე დასრულდა პროცედურები და შეირჩა საუკეთესო ევროპული კომპანია, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადებს ახალ, თანამედროვე ტელესკოპს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ობსერვატორის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შერჩეული კომპანია ასევე იზრუნებს ახალი გუმბათის დამზადებაზე, რომლის პირობებშიც, აბასთუმნის ობსერვატორია ასტრონომიული მეცნიერებების საერთაშორისოდ მიმზიდველი და აღიარებული ცენტრი გახდება.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5 მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია ASA Astrosysteme GmbH შეარჩია.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის. ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიას დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით. სამინისტროს დაწყებული აქვს ციფრული მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესიც. ასევე, სრულდება ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და ობსერვატორიის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის, იწყება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.

 

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს