"საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს"- ჯონ ტეფტი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს.


დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს.


ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, "მეორე ფრონტის" შესახებ მიმდინარე რიტორიკას.


"ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ", - აცხადებს ტეფტი.


ყოფილი ელჩი, აშშ-ის მოქმედი ელჩის წინააღმდეგ, თბილისში მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას ეხმაურება. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, "რაიმე განსხვავებაა".


"სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე", - აცხადებს ტეფტი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.


დიპლომატს მიაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, "აკნინებს ძალისხმევას, რომელიც [ორ ქვეყანას შორის] უკეთესი ურთიერთობების ქონისკენაა მიმართული".


ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარი გამოსვლები. "განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ ეს გაიგონ", - ამბობს დიპლომატი.


ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება"-Le Figaro
"პუტინი ახლა მკლავს მე, თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება"- მიხეილ სააკაშვილი
"20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი"- გიორგი გახარია
მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება
როგორ მომზადდა ჯო ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტი კიევში - BBC
"თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის"- ადამ კინზინგერი
"საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს"- ჯონ ტეფტი
"ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, რომ სხვა ერები ცდილობდნენ, საქართველოს უკარნახონ, რა იყოს მისი ღირებულებები" - ჯონ ერნესტი
"ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს?"- დავით მაღრაძე
იქნება თუ არა ახალი კრიზისი - რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას “ოცნება”
თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის - სააკაშვილი
“დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს” – თინა ხიდაშელი