
"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
შემზარავია, როცა „პროექტი“ მის მიერვე გამოზრდილი ქართველი ოიკოფებით, რომელთა ერთ-ერთ სახეა - გიგაური, განსაკუთრებული ჟინით ესწრაფვის აქ ქსენოფობიის გაღვივებასა და დამკვიდრებას. ოიკოფობ გიგაურის ორგანიზაცია, როგორც ამ „პროექტის“ ნაწილი, წარმოადგენს უცხო ქვეყნის აშკარა, დაუფარავ აგენტს და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია - განსაკუთრებული პრივილეგიებითაა აღჭურვილი, მოქმედების სრული თავისუფლება აქვს და გარდა პატრონებისა, არც არავის და არაფრის წინაშე პასუხისმგებელი არ გახლავთ. ამ ორგანიზაციის ერთადერთი მიზანი და მისიაა - საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოება. საქართველოს წინააღმდეგ ომი სხვა არც არაფერია, თუ არა მტრის მიერ ჩვენი ეროვნული ნების დათრგუნვა, სრული პარალიზება და საკუთარი ნების თავს მოხვევა. ანუ - ერისა და ადამიანების ფორმატირება. „კლასიკურ“ ომში ეს სამხედრო საშუალებებით, ძალის გამოყენების შედეგად, ნების დათრგუნვის გზით წარმოებს, ჰიბრიდულ ომში - ე.წ. ჰიბრიდული და არა მხოლოდ სამხედრო საშუალებებით. ჰიბრიდული ომის ყველაზე მეტად ეფექტიანი ხერხია ობიექტური რეალობისგან დამოუკიდებლად, ხელსაყრელი, როგორც წესი -ფობიური „აღქმების“ შექმნა და მათი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით მასობრივი გავრცელება-დანერგვა, რაც ერისა თუ პიროვნების ნების პარალიზებას, ანუ სრულ ფორმატირებას, ე.ი. სუბიექტების, რომელთაც თავისუფალი ნება გააჩნიათ, მანიპულაციის ობიექტებად გადაქცევას ემსახურება. გიგაურის ორგანიზაცია საქართველოში „პროექტის“ ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია; ამ ინსტრუმენტის ფუნქციაა უზრუნველყოს პროექტის პატრონთა - პოსტ-ადამიანების სრული, აბსოლუტური გაბატონება საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმატირების გზით და ლეგალური, ანდა ნახევრად ლეგალური, ე.წ. ჰიბრიდული, უწინარეს ყოვლისა - "საინფორმაციო ომის" მეთოდების გამოყენებით.
„პროექტი“ მთელს მსოფლიოში ე.წ. ანთროპოლოგიურ განხეთქილებას უკვე ღიად, დაუფარავადა და ყოვლად უტიფრად, გამაოგნებელი ცინიზმით, შემაძრწუნებელი სისასტიკით ახორციელებს. მისი უდიდესი მსხვერპლია უკრაინა,რომლის მწარე ხვედრი და უმძიმესი ბედისწერაც ჰოლოკოსტზე არანაკლებ შემზარავია. უკრაინაში სამხედრო საშუალებებით, და ფაქტობრივად უკრაინელების ყველაზე ახლო მონათესავე ერის - რუსეთის ხელით, ხდება არა მხოლოდ მისი სახელმწიფოებრიობის, არამედ - ადამიანობის ძირფესვიანად ამოძირკვა და გზის გათავისუფლება პოსტ-ადამიანთა ძლევამოსილი და სრული ბატონობისათვის. პუტინის რუსეთი ამ ანთროპოლოგიური განხეთქილების იარაღად ჰიბრიდულად გამოიყენება და პროექტის სამიზნეა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკრაინის მეშვეობით, მთელი ევრაზია და მსოფლიოც.
ამ პროექტის ერთ-ერთი რიგითი კომპონენტია საქართველოში უკრაინის ანალოგიურად რუსოფობიის მასობრივი დანერგვა-გავრცელება, რაც წლების განმავლობაში ეფექტიანად ხორციელდება. ეს კომპონენტი, ბუნებრივია გააქტიურებულია უკრაინაში ომის ფონზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს - პროექტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის შემაძრწუნებელ მასშტაბებსა და არაადამიანურ ხასიათს: როცა საქართველოს ეროვნული ნების პარალიზებისათვის არ ერიდებიან და ერთნაირი წარმატებით, განურჩევლად და მხოლოდ საჭიროებების და მიხედვით, იყენებენ ხან ოიკოფების მიერ ქსენოფობიების და ხანაც პირიქითაც - ქსენოფობების მიერ ოიკოფობიების გაღვივებასა და დანერგვას... ესეც მეტყველებს, რომ ჰიბრიდული ომი უკვე ტოტალურია და ანთროპოლოგიური განხეთქილებისა მისაღწევად წარმოებს, უკვე არა ცალკეული სახელმწიფოებისა თუ მათი გაერთიანების, არამედ ამ პროექტის მესვეური პოსტ-ადამიანური გლობალური კორპორაციის მიერ.
ეს არის დაახლოებით ის, რასაც ნერგავდა სააკაშვილის ანტი-ადამიანური კორპორაცია, ოღონდ ამჟამად ხორციელდება გლობალური და შემზარავი მასშტაბით. პოსტ-ადამიანური სამყარო სააკაშვილის „კორპორაცია საქართველოს“ ანალოგიურ მოდელზე უნდა აეწყოს: სათავეში უნდა იყოს სამართლისა და სამართლიანობის მიღმა, ხელმიუწვდომელ და ხელშეუხებელ პოსტ-ადამიანთა კასტა, შემდგომ საფეხურებზე - კი თანმიმდევრობით: ანთროპოლოგიური გახეთქილების პროექტის მენეჯმენტი, ამ პროექტის მოსამსახურენი, პროექტის კლიენტები და სულ ქვედა საფეხურზე მდგარი ბიომასისათვის - ე.ი. ადამიანებისათვის დედამიწა უნდა იქცეს რეზერვაციად: აბუგრებისა და გლდანის ციხედ, სადაც გადასამუშავებლად ნელ-ნელა ყველას შეყრიან, რადგან პროექტისათვის - ყველა ადამიანი იმთავითვე დამნაშავეა, რამეთუ გაბედა და ადამიანად გაჩნდა!
საუბედუროდ, ამ პროექტის ძლევამოსილ სვლას ვერ აბრკოლებენ დღევანდელი სახელმწიფოები. ამის მაგალითი უკრაინის მიერ როგორც რუსეთის, ისე დასავლეთისაც - არაადამიანური სისასტიკე და დაუნდობლობა! ამ პროექტის სვლას ვერ აბრკოლებს ვერც ფობიაზე ასევე ფობიური საპასუხო რეაქციაც. ეს პოსტიც, რაც დავწერე - ანტიფობიურად ფობიურია. ამის შეჩერება ოდენ კეთილგონივრულობაა, რაც ქრისტიანულ გულმოწყალებას ემყარება, ძალუძს.
რა გვეთქმის? ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ სინდისის ნატამალი შერჩენია იმ პროექტში მოუწოდებთ: დაინდეთ უკრაინა! დაინდეთ საქართველო! დაინდეთ ადამიანი!
მსგავსი სიახლეები



















