"მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას"- ჯუანშერ ბურჭულაძე

ტელეკომპანია „პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა.

 

 

„ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შევქმნათ. პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქართულ ჯარში გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა როგორც სოციალური, ასევე შეიარაღებისა და ყველა სხვა მიმართულებით.

 

ბაზებზე ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება, უნიფორმა, სადაზღვევო პაკეტი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სრული განახლება სამხედრო ქვედანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და დღეს ბაზებზე ნატოს სტანდარტების შესაბამისი პირობებია შექმნილი, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები ახლაც მიმდინარეობს და სიახლეების თვალსაზრისით მომავალი წელიც მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება.





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ნატომ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
"დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა" - ჯუანშერ ბურჭულაძე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა
რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა
"ეს არის რევოლუციური ცვლილება"- ჯუანშერ ბურჭულაძე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
„ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი"
"მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას"- ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
"დაველოდოთ პირველი განადგურებულის კადრებს" - გიგა ინაშვილი
"თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა, ომი ახალ ფაზაში გადავა" - რას აანონსებს სამხედრო ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"
"რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ" - BBC