დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

დღეს სრულიად საქართველო და სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.





მსგავსი სიახლეები
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შობის მარხვა დაიწყო
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა პაისი ათონელის შესახებ – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე
შეუძლებელია მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს - ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას-მეუფე შიო
დღეს წმიდა დიდმოწამენის, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეა
12 თებერვალს ეკლესია აღნიშნავს სამი დიდი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებას.
„თუ კაცი მოძებნის ძალას და მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს“ - მეუფე შიო
დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება
"სიტყვიერად ღმერთის ხსენება და "მამაო ჩვენოს" წამოძახილი არ ნიშნავს ღრმად მორწმუნეობას, არც კარგ ადამიანობას და სიკეთეს - არ მოტყუვდე"
30 ოქტომბერს მართალი ლაზარეს ხსენების დღეა
დღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა
დღეს ჯვართამაღლებაა
მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები - მეუფე შიო
დღეს ღვთისმშობლობაა
მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება