21 იანვარი აბო თბილელის ხსენების დღეა

21 იანვარი აბო თბილელის ხსენების დღეა. 

ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი დაიბადა დაახლოებით 757 წელს და გარდაიცვალა 786 წლის 6 იანვარს. აბო არის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღეა ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით - 21 იანვარი.

 

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

 

აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში:

„-„მეშინის მე შენთჳსნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან აბოს. 
-„განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.“

 

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა:

„„მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”

 

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. აბო დაწვეს, ხოლო ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში ჩააგდეს.

 

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო ქ. თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
29 მარტი წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა
არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს -მეუფე შიო
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა - ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას -საქართველოს საპატრიარქო
მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
"ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიისა და ავტოკეფალიის სახით"- მეუფე შიო
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
21 იანვარი აბო თბილელის ხსენების დღეა
დღეს ნათლისღებაა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
დღეს ფერისცვალებაა
13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა