6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მოინდომებთ, საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ! მოვლენების განვითარება უფროსების, კოლეგების ან საყვარელი ადამიანის წინაშე თავის გამოჩენაში დაგეხმარებათ. მთავარია, მუდმივად მოვლენების ცენტრში იყოთ. საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ჩვენება ნუ მოგერიდებათ, თუნდაც ყველაზე უჩვეულო გარემოში.

 

კურო

შეიძლება ვიღაცამ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, მოვლენათა ორომტრიალში ან ინტრიგებში ჩაგითრიოთ - გარშემო მყოფები თქვენით მანიპულირებას საკუთარი მიზნების მისაღწევად ეცდებიან. შესაძლოა, რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობა გთხოვონ ან ჭორები გაგიზიარონ, რათა ცრუ ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, სხვა ადამიანების საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ - თანაც, რაც უფრო შორს, მით უკეთესია.

 

ტყუპები

შესანიშნავ განწყობაზე ხართ. ახალი გრძნობები, ნაცნობები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ტყუპებს ეს ყველაფერი ახასიათებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ მორალურ პრინციპებს არავის გამო არ უღალატოთ და საკუთარ მოქმედებებზე კონტროლი არ დაკარგოთ.

 

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაცის შურს შეეჯახებით. დღემ რომ მშვიდობიანად ჩაიაროს, ეცადეთ საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ილაპარაკოთ, რათა უნებურად ვინმეს შური არ გამოიწვიოთ.

 

ლომი

თითქმის ნებისმიერ საქმეში ჯანსაღ აზარტს გრძნობთ, თუმცა გირჩევთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თქვენი აზარტულობა სხვაზე უკეთესი შედეგის მიღწევაში გამოიხატება. ის ლომს ყველაფერში და ყველა მიმართულებით წაახალისებს - სამსახურშიც, სახლშიც და სიყვარულშიც.

 

ქალწული

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება რთული ამოცანის წინაშე დაგაყენოთ. სავარაუდოდ, სწორი დასკვნებისთვის საჭირო ფაქტები არ გექნებათ, თუმცა ამ დეფიციტს თქვენი ინტუიცია შეავსებს, რომელიც წარმოუდგენლად გამჭრიახს გაგხდით.

 

სასწორი

ამ დღეს რაღაც ახალი, აქამდე უცნობი ცოდნის მიღებას ცდილობთ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ, ყველა საქმეზე უარი თქვათ და საღამო მასთან ერთად გაატაროთ. მარტოხელა სასწორი თამამი ექსპერიმენტებისთვის მზადაა! ამ დღეს ახალი, არასტანდარტული იდეების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივით.

 

მორიელი

ამ დღეს დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები გელით! ყოველდღიური საქმეების შესრულება ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ. ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ – გარშემომყოფები, მოვლენები, საკუთარი აკვიატებული აზრები... ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა შეისვენოთ და გაერთოთ.. საქმეები დაიცდის.

 

მშვილდოსანი

დღეს ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. ეს შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა ან შემოსავალი იყოს, რომელსაც არ ელოდით.

 

თხის რქა

თხის რქას ძალიან პატარა მოთმინების ფიალა აქვს და მისი ავსება ადვილია. მოვლენა, რომელსაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით, ამ დღეს წყობიდან გამოგიყვანთ. ეს განსაკუთრებით კრიტიკას და ირონიულ შენიშვნებს ეხება. თუ გსურთ, რომ თქვენი რისხვა ვინმეს თავზე არ დაატყდეს, გირჩევთ, კამათს მოერიდოთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, ენერგია სპორტულ დარბაზში დახარჯოთ.

 

მერწყული

ამ დღეს მერწყულისგან ლოგიკურ ქმედებებს არ უნდა ველოდოთ. ყველაფერს, რასაც აკეთებს, ისეთი „რკინის არგუმენტებით“ ამყარებს, როგორიცაა "ასე მინდა" ან "არ მინდა". მთელი დღის განმავლობაში მერწყულში საკუთარი სურვილების ტყვეობაშია და ზოგის ახსნა თავადაც უჭირს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს მოუსმინოთ - გახსოვდეთ, გვერდიდან ყველაფერი უკეთ ჩანს.

 

თევზები

შეიძლება ზოგიერთ მოვლენას იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე იმსახურებს. თქვენი ბობოქარი ემოციები გარშემო ყველაფერს კონტრასტულ ფერებში ხატავს. ნებისმიერი მიზეზით აღფრთოვანებული თუ გაღიზიანებული თევზები ურთიერთობისთვის ნაკლებად განწყობილია. თუმცა, ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ ემოციებს გააკონტროლებთ, ეს დღე მოვლენებით მდიდარი და საინტერესო იქნება.

 





მსგავსი სიახლეები
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი