დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

 

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. 

 

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

 

 

შემდგომ წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.

 

1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

 

 

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

 

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

 

პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დაადგინა.

 





მსგავსი სიახლეები
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
29 მარტი წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა
არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს -მეუფე შიო
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა - ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას -საქართველოს საპატრიარქო
მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
"ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიისა და ავტოკეფალიის სახით"- მეუფე შიო
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
21 იანვარი აბო თბილელის ხსენების დღეა
დღეს ნათლისღებაა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
დღეს ფერისცვალებაა
13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა