რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან-BBC
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბახმუტს „ჩვენი ციხესიმაგრე“ უწოდა, რუსული ძალები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბახმუტის აღებას ცდილობენ, თუმცა ახლა მათ გააძლიერეს შეტევა, - წერს BBC-ი სტატიაში სათაურით რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან.
BBC-ის ჟურნალისტი წერს, რომ ქალაქის ზოგიერთ უბანში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული ძალები მაინც ინარჩუნებენ ქალაქს, მიუხედავად ტემპერატურისა და საბრძოლო მასალის შემცირებისა.
„ყველა სახის საბრძოლო მასალის დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი BBC-სთან საუბარში.
BBC-ი აღნიშნავს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა არის ომი ომში.
„აქ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ბრძოლებს ჰქონდა ადგილი. ახლა კი რუსული ძალები მაგრდებიან ნელ-ნელა. მოსკოვს ახლა ქმედითი კონტროლი აქვს ქალაქის ორივე მთავარ გზაზე“, - ნათქვამია სტატიაში.
„ახლა [ისინი] ნელ-ნელა იმარჯვებენ. მათ მეტი რესურსი აქვთ, ასე რომ, თუ გრძელვადიან თამაშს ითამაშებენ, მოიგებენ. ვერ ვიტყვი, რამდენი ხანი დასჭირდება ამას“, - განუცხადა BBC-ის 93-ე მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენელმა.
BBC-ი აღნიშნავს, რომ თუ ბახმუტის დამცველები უკან დაიხევენ, ეს გზას გაუხსნის რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის უფრო დიდი ქალაქებისკენ, როგორიცაა კრამატორსკი და სლოვიანსკი.
მოსკოვმა გააძლიერა თავდასხმები აღმოსავლეთით და სამხრეთით დონბასის რეგიონის ფრონტის სხვა ხაზზე. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ახალი შეტევა უკვე მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპი აშშ-ის 250-ე წლისთავის დღესასწაულს საკუთარ ზეიმად თვლის"-BBC
"სი ძინპინმა დონალდ ტრამპი გაისტუმრა და წითელ ხალიჩას ახლა ვლადიმერ პუტინის საზეიმოდ მიღებისათვის ამზადებს: რას ნიშნავს ჩინელი ლიდერის სტრატეგია ვაშინგტონთან და მოსკოვთან"-El Mundo
"მსოფლიო აშშ-ის ომის ფასს იხდის:ირანთან კონფლიქტი ამერიკელთა ჯიბესაც ურტყამს, მაგრამ ომი ყველაზე მეტად გლობალური სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკას ანგრევს"-Foreign policy
"ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობას უფრთხილდებოდა, მაგრამ ახლა მისთვის პრეზიდენტთან "მეგობრობა" ზედმეტ ტვირთად იქცა"-The Guardian
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ირანთან შექმნილი არეული სიტუაციიდან გამოგვიყვანოს"-The New York Times
"აშშ-ის პრეზიდენტის პირადი სიმამაცე ქებას იმსახურებს"-The Daily Telegraph
"ისრაელელი ჯარისკაცების სინდისის ქენჯნა"-TRT
"რუსეთის ყველაზე გლამურულმა დისიდენტმა პუტინის პროპაგანდისტებს და პროკრემლელ ქალთმოძულეებს ომი გამოუცხადა"-The Daily Telegraph
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
"რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times