უკრაინის არმია, სავარაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადება. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.
ბახმუტისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისში დაიწყო. ინსტიტუტის თანახმად, 3 მარტს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ააფეთქეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხიდი - ერთი მდინარე ბახმუტოვკაზე ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მეორე ხრომოვო-ბახმუტის მაგისტრალის გასწვრივ, ქალაქს დასავლეთით.
ხიდების პრევენციული განადგურება, სავარაუდოდ, მოწმობს იმას, რომ უკრაინის არმია ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთის ძალების გადაადგილებას აღმოსავლთ ბახმუტში და შეზღუდოს ბახმუტიდან დასავლეთით რუსების გასვლის პოტენციური გზები“, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსანდრ როდნიანსკიმ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინის ძალებმა შესაძლოა ბახმუტის პოზიციებიდან გასვლა დაიწყოს. მისი თქმით, უკრაინამ ბახმუტიდან დასავლეთით ტერიტორიები ისე გაამაგრა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინული ჯარი უკან დახევას დაიწყებს, რუსეთის ძალებმა ქალაქის სწრაფად აღება ვერ შეძლონ.
„თუ უკრაინის სამხედრო სარდლობა ჩათვლის საჭიროდ ბახმუტიდან უკან დახევას, უკრაინელი სამხედროების მოქმედებების შესახებ განცხადებებისა და ინფორმაციების თანახმად, ისინი განახორციელებენ შეზღუდულ და კონტროლირებად გასვლას ბახმუტის განსაკუთრებით რთული აღმოსავლეთ რაიონებიდან“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
უკრაინული მედია წერს, რომ ბახმუტის დაცვა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, ქალაქში მიმდინარეობს უსასტიკესი ბრძოლები, შემოგარენი მოფენილია ოკუპანტების ცხედრებით, კონკრეტულად „ვაგნერელების“. მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბახმუტთან ყოველდღიურად 500 სამხედროს კარგავს.
გუშინ, „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად არის ალყაშ იმოქცეული და დარჩენილია მხოლოდ ერთი თავისუფალი გზა უკრაინის შეირაღებული ძალებისთვის. ამასთან, ტაქტიკური აეროდაზვერვის ერთ-ერთ ქვედანაყოფს ბახმუტის დატოვება უბრძანეს. სამხედროები ქალაქს 110 დღის განმავლობაში იცავდნენ.
СNN-ის ცნობით, 3 მარტს, ღამით, რუსულმა არმიამ ბახმუტთან ააფეთქა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ნაგებობა.
მსგავსი სიახლეები