5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ალბათ გირჩევნიათ, რომ ეს დღე მშვიდად და მოსვენებულ მდგომარეობაში გაატაროთ, მაგრამ გირჩევთ ენერგია სამსახურსა და კარიერულ ზრდას მოახმაროთ. ვერძის გარჯა აუცილებლად დაფასდება და იმაზე მეტსაც მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით. ეცადეთ ნებისყოფა გამოიჩინოთ და გადაუდებელი საქმეები დაასრულოთ.

კურო

მშვენიერი დროა მომავლის დაგეგმვისა და მომდევნო ნაბიჯების კორექტირებისთვის. გირჩევთ საკუთარი გეგმები და ოცნებები ოჯახის წევრებს გაუზიაროთ და სადავო საკითხები ერთად განიხილოთ. ასეთი ურთიერთობა თქვენს შორის ნდობას გაამყარებს და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ.

ტყუპები

ეს შეიძლება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე გახდეს, თუ ბედისწერის მინიშნებებს დაინახავთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. ყოველდღიურ რუტინულ საქმეებში თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბარში შეიძლება კარიერული წინსვლისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი

ცდილობთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი მოაწესრიგოთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, სისუფთავეზე ზრუნავთ და თქვენს სიახლოვეს მტვრის ნაწილაკსაც არ აჭაჭანებთ. წესრიგი კარგია, მაგრამ დასვენებაც არ უნდა დაივიწყოთ, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ. ძველი, უსარგებლო ნივთები გააჩუქეთ ან გადაყარეთ - გაათავისუფლეთ ადგილი დადებითი ენერგიისთვის.

ლომი

ნუ იდარდებთ თუ თქვენი გეგმები მკვეთრად შეიცვლება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით და რისთვისაც ემზადებოდით. ახლობელი ადამიანები მზად არიან მხარი დაგიჭირონ და რთული პერიოდი ერთად გადაიტანოთ. ყველაფრის მიუხედავად, დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა ფინანსური ტრანზაქციებისა და შოპინგისთვის. ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შესყიდვისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ დებატებში ან კამათში ჩართვას, რომ შემთხვევით საიდუმლო ინფორმაცია არ გაამჟღავნოთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა ბინის კეთილმოწყობისთვის. სასურველია, რომ ინტერიერის ზოგი დეტალი შეცვალოთ, ავეჯი გადააადგილოთ ან სივრცე ახალი დეკორით შეავსოთ. ეს შინაგან განცდებს გაამდიდრებს და ახალ მიზნებს გაპოვნინებთ. ეცადეთ სამსახურში მეტად იაქტიუროთ და გამუდმებით უფროსის თვალწინ იტრიალოთ.

მორიელი

საოჯახო საქმეების კეთება დაგროვილი პრობლემებისგან თავის დაღწევაში მომხდარის განსხვავებული რაკურსიდან დანახვაში დაგეხმარებათ. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ - შესაძლოა, ვიღაცას თქვენი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურს. ამ დღეს გულწრფელობას მოერიდეთ და ურთიერთობებში დისტანცია შეინარჩუნეთ.

მშვილდოსანი

მოუსვენარი და მოვლენებით დატვირთული დღეა. შინაგანი პრობლემების მოგვარების გარდა ეცადეთ სამსახურში გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები შეაფასოთ. შანსი გაქვთ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და მისი ხელიდან გაშვება არ ღირს. 5 მარტის შოპინგი წარმატებული იქნება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის და თანამოაზრეთა გუნდის შესაქმნელად. თუ გეგმას თანმიმდევრულად მიჰყვებით და გზიდან არ გადაუხვევთ, მიზანს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, უსიამოვნო ამბავი გაიგოთ.

მერწყული

სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი შესანიშნავადაა. თქვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულების დრო დგება. თუ საქმეში შეფერხებები წარმოიშვა, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. ეს პრობლემების სწრაფად მოგვარებასა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

თევზები

დილიდან უჩვეულოდ აქტიურობთ და კოლეგებს განსახილველად ახალ იდეებსა და გეგმებს წარმოუდგენთ. სავარაუდოდ, კოლეგების მხარდაჭერას და დახმარებას მიიღებთ. ახალი შეხვედრა და საინტერესო ადამიანის გაცნობა თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს.

 





მსგავსი სიახლეები
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი