ვერძი
იმოქმედებთ გაბედულად და გულის კარნახით პირად საკითხებთან დაკავშირებით, ამგვარად, უკეთეს შედეგებს მიიღებთ. მცირეოდენი დანაკარგები ნუ გაგაღიზიანებთ, დაფიქრდით და ეძებეთ ხარვეზების მიზეზი, თუ საჭიროა, შეცვალოთ სტრატეგია.
კურო
თავი შეიკავეთ დაპირებებისა და ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისგან, რადგან, დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ მათი შესრულება. პირველ რიგში, იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე და შემდეგ სარგებლის მიღებაზე.
ტყუპები
შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, რაც დაგეხმარებათ ღირსეული ადგილი დაიკავოთ ცხოვრებაში. არის ალბათობა, კარდინალურად შეიცვალოს გარშემო ყველაფერი და საჭირო გახდეს ახალ გარემოსთან ადაპტირება.
კირჩხიბი
კარგი დღეა. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ცოდნის მისაღებად. დანახარჯები ათმაგად აგინაზღაურდებათ, ხოლო სიტუაციის სწორად შეფასება, დიდ წარმატებას მოგიტანთ.
ლომი
ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, მეტად მოგებიან საქმიან კავშირად ჩამოყალიბდეს. შეეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ გარშემომყოფებთან და იზრუნეთ სამომავლო პროექტების დასახვაზე, დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას.
ქალწული
თავი შეიკავეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისგან. შესაძლოა, მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი. გახსოვდეთ, მძიმე კვირის წინ, დასვენება აუცილებელია.
სასწორი
დროა, თქვენს ერთფეროვან ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, დაფიქრდით იმიჯის შეცვლაზე, იყავით სამართლიანი და დაალაგეთ სამომავლო პრიორიტეტები, რათა მიიღოთ კარგი შედეგები ყველა მიმართულებით.
მორიელი
დღეს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შედეგიანი და სარგებლიანი იქნება. მიუხედავად არაკეთილმოსურნე ადამიანების მცდელობებისა , ხელი შეგიშალონ გეგმების განხორციელებაში, მაინც წარმატებას მიაღწევთ.
მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისგან. არის ალბათობა ძველი შეცდომები ამოტივტივდეს. ახლა სწორი გადაწყვეტილებაა, მეგობრების წრეში დროის გატარება ან განმარტოებით დასვენება.
თხის რქა
ნუ ენდობით კომპლიმენტებს და დაუფიქრდით სიტყვებს მიღმა ჩადებულ აზრს, ნუ მოადუნებთ ყურადღებას. მატულობს როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა. დაისვენეთ, წინ რთული კვირაა.
მერწყული
თქვენს წამოწყებებს კარგი გაგრძელება ექნება, თუმცა, ამისთვის მეტი გაბედულება და მონდომებაა საჭირო. პირად ურთიერთობებში, ახლა შეგიძლიათ ყველაფერი სუფთა, ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.
თევზები
კარგი დღეა მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისა და შეხვედრებისთვის, თუმცა, სასურველია მოერიდოთ მძაფრ დისკუსიებსა და ჭორაობას, უფრო მეტად იაქტიურეთ ახალ ნაცნობებთან და წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
მსგავსი სიახლეები