"20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი"- გიორგი გახარია

20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა გახარიამ ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, გახარიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს.

„როცა იცი, რომ შენი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მაგრამ ამავდროულად გინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მმართველობის არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან, შენ გჭირდება უბრალოდ ააფეთქო ეს პროცესი და მოამზადო ნიადაგი, რომ ვინმე სხვას დააბრალო. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებდა. 2 თვის წინ გააცნობიერეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო, გეოპოლიტიკური მიზნებით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და დაიწყეს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს. დიახ, კანონპროექტის გამოთხოვა არის პროტესტის დიდი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაგრამ ეს არის საბოლოო მიზანი. უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი დეკემბრამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ და კანდიდატის სტატუსი არის ერთადერთი გზა დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს ორი კრიტიკული მიზანი: როგორ დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი კანდიდატის სტატუსის მიღების გზით და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით“, - განაცხადა გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება"-Le Figaro
"პუტინი ახლა მკლავს მე, თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება"- მიხეილ სააკაშვილი
"20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი"- გიორგი გახარია
მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება
როგორ მომზადდა ჯო ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტი კიევში - BBC
"თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის"- ადამ კინზინგერი
"საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს"- ჯონ ტეფტი
"ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, რომ სხვა ერები ცდილობდნენ, საქართველოს უკარნახონ, რა იყოს მისი ღირებულებები" - ჯონ ერნესტი
"ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს?"- დავით მაღრაძე
იქნება თუ არა ახალი კრიზისი - რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას “ოცნება”
თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის - სააკაშვილი
“დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს” – თინა ხიდაშელი