რუსებმა აფხაზეთში „ს-300"-ების გადასროლა დაიწყეს
აფხაზური „ტელეგრამ" არხები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სოჭიდან აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი, „ს-300"-ები გადააქვთ. სოციალურ ქსელებში ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც ვრცელდება. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ეს გადაადგილება საქართველოს დასაშინებლად ხდება.
ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ სამიზნის სხვადასხვა სიმაღლეზე, 75-200 კილომეტრში განადგურება და იგი შექმნილია დიდი სამრეწველო, თუ ადმინისტრაციული ობიექტების, სამხედრო ბაზებისა და სამეთაურო პუნქტების საჰაერო კოსმოსური შეტევებისგან დასაცავად.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარში ამბობს, რომ რუსებს შესაძლოა ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები აფხაზეთსი გადმოეტანა როგორც საქართველოსთვის საფრთხის შესაქმნელად, რადგან, მისი თქმით, ამ სისტემებით სახმელეთო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაც შესაძლებელია, ისე აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზების უკრაინული დრონებისგან დასაცავად, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული შეიარაღება ინახება.
„შემიძლია გითხრათ, რომ „ს-300"-ებს აქვთ როგორც თავდაცვითი ფუნქცია, ისე თავდასხმითი. ანუ მათ შეუძლიათ დარტყმითი შეტევების განხორციელება. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით რთულია მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ მოუნდა მოსკოვს სოჭიდან აფხაზეთში ამ ტიპის სისტემების გადმოტანა.
„შესაძლებელია, რომ ისინი ამით ცდილობენ საქართველოს გარკვეულწილად საფრთხე შეუქმნან. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ პუტინს შავ ზღვაზე კონტროლის გამყარება სურს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაკლებმა ამერიკულმა დრონებმა იფრინონ.
„აგრეთვე არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავდაცვის სისტემები, აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზების უკრაინული დრონებისგან თავის დასაცავად გადმოეტანათ, რადგან უკვე არაერთხელ ვნახეთ, რომ უკრაინას შეუძლია შორ დისტანციაზე დრონით შეტევის განხორციელება. მეტიც, გეტყვით, რომ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკრაინული დრონების შესაძლო შეტევასაც განიხილავდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კრემლი მათ დიდ საფრთხედ მიიჩნევს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
წყარო: გაზეთი რეზონანსი
მსგავსი სიახლეები
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი
,,თუ დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს''- პუტინი
რუსებმა აფხაზეთში „ს-300"-ების გადასროლა დაიწყეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 464 ბავშვი დაიღუპა
ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა
„კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“ - პესკოვი
აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს
შოლცი: პუტინმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი
ტაბაწყურის ტბასთან ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
„ვაგნერი“ ბახმუტიდან რომ გავიდეს, რუსეთის მთელი ფრონტი ჩამოიშლება - ევგენი პრიგოჟინი