უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს, მინსკს გაუგზავნონ მკაფიო მესიჯები იმის შესახებ, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე თანხმობას.
ამასთან, უკრაინული მხარე ამბობს, რომ კრემლის ბირთვული მუქარის პასუხად, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული გაეროს უშიშროების სხდომა.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი, ბირთვული ტაქტიკური იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგების გადაწყვეტილებით, არღვევს ბირთვული შეიარაღების არქიტექტურას, შეთანხმებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და ზოგადად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას უქმნის საფრთხეს.
„არ შეიძლება, ასეთმა ზრახვებმა არ გამოიწვიოს მთელი მსოფლიო საზოგადოების შეშფოთება, რუსეთი ხომ ამ განცხადებას უკრაინის წინააღმდეგ მისი არაფრით პროვოცირებული აგრესიული ომის გაგრძელების კონტექსტში აკეთებს. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მის უუნარობას, იყოს ბირთვული იარაღის, როგორც შეკავებისა და ომის პრევენციის საშუალების მფლობელი და პირიქით, მას მუქარისა და დაშინების ინსტრუმენტად იყენებს. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს იმის წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალს“, - წერია განცხადებაში. უკრაინა მიმართავს ბელორუსულ საზოგადოებას, აღკვეთოს ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რაც ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ
სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი -პიტ ჰეგსეტი
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი