"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა
„ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში...“- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მედიცინის აკად. დოქტორი, ზვიად კირტავა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემას.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილისთვის თეორიულად შეიძლებოდა რაიმე პრემიის გადაცემა, მაგრამ პრემია "განსაკუთრებული დამსახურებისთვის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვის მხრივ" - თანაც - 2007 წლის შემდეგ განხორციელებული საქმიანობისთვის ? ეს ხომ სრული ლაფსუსია! ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში...
და მაინც, ჯერ ერთი, ამაზე ნორვეგიის ხელისუფლებას პასუხს ვერ მოვთხოვთ, რადგან თუ ეს ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ განახორციელა, ისინი ახლა ოპოზიციაში არიან.
და მეორეც, ასეთი რამ რომ ხდება, ეს მნიშვნელოვანწილად არის იმით გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს სათანადოდ და გასაგებად ვერ აუხსნა, ან ვერ დაუსაბუთა, რა ტიპის მმართველობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და რა სისტემური დანაშაულებები იყო ჩადენილი მისი მმართველობის პერიოდში.
ამავდროულად, ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ მსგავსი ნაბიჯი აბსოლუტურად არ შეუწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას და საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილს დასავლეთის მიმართ უნდობლობის გრძნობას გაუჩენს ან გაუძლიერებს.
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანურად გამართლებულია, და საქართველოს ხელისფლების მოვალეობაცაა და არც უცხოელ ლიდერთა ინტერესია გასაკვირი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მითოლოგიზაცია და დემოკრატიის შუქურად და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ლიდერად წარმოჩენა არის სრული ნონსენსი და თუ ვინმეს წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მგონი, მხოლოდ რუსეთი და საქართველოში მისი აპოლოგეტებია.“- წერს ზვიად კირტავა.
მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა