"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი

"სასწაული ცხოვრების გზა განვლო , სიკვდილიც ბურუსით მოცული ერგო"- წერს სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი.

 

" 31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დიდი ქართველი , სახელოვანი და საამაყო მამის, დიდი მწერლის შვილი, უდიდესი მოაზროვნე ფილოსოფოსი და მწერალი, მისი "საქართველოს სულიერი მისია", "ვეფხისტყაოსნის სახის მეტყველება" და სხვა დიდი ნაშრომები არის უდიდესი ქართული სულიერებისა და სიბრძნის , ერის საუნჯე , ზვიადი როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერი , ერის განმანთავისუფლებელი, პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს.

 

სასწაული ცხოვრების გზა განვლო , სიკვდილიც ბურუსით მოცული ერგო, ხოლო მისი საქართველოში ჩამოსვენება , რომელიც ცოტნე გამსახურდიამ ითავა, ხომ სულ მთლად სასწაული იყო.

 

სრულიად საქართველომ მუხლი მოუდრიკა მწუხარე სახის რაინდს, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც საქართველოს შეეწირა.

 

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს ტანჯული ზვიადის სული , მწამს ის, იქ იმ ქვეყნიდანაც ლოცულობს და შეეწევა საქართველოს .

 

გილოცავ ზვიად დაბადების დღეს! ეს ის დღეა, როდესაც ზვიადმა სრულიად საქართველოში გასაოცარი რეფერენდუმი ჩაატარა,  რითაც ხაზი გაუსვა იმას,  რომ აფხაზებიც და ოსებიც ერთიანად მხარს უჭერდნენ დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"-  წერს სოციალურ ქსელში მალხაზ გულაშვილი 





მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა