"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია

"დღეს , ძნელი სათქმელია, მიშას გრიშა სჯობდა თუ არა სალომეს არჩევას და რომელი უფრო ადრე არევდა ქვეყანაში სიტუაციას, მაგრამ, ერთი რამ ყოველთვის გვეშლება: რატომ სხვა ალტერნატივა არ წამოვწიეთ ხალხის წიაღიდან ან რატომ არ ვაიძულეთ „ქართული ოცნება, “ წამოეყენებინა თავისი კანდიდატი?"- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პუბლიცისტი,  ზაურ ნაჭყებია პრეზიდენტის  ანგარიშს.

 

"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება.


ეს რომ ასეა, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა უტიფარმა და ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმაც დაგვანახა.


ვიტყვი პირდაპირ: არ არის ეს სალომე ზურაბიშვილის ბრალი-ის მავანთა დაკვეთას ასრულებს-თუმცა, ასრულებს არა შეფარვით ან შეფუთულად, არამედ, ღიად, ამაზრზენად და გამომწვევად!!!


ეს იმ ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ბრალია, ვინც არა მარტო მხარი დაუჭირა მის გაპრეზიდენტებას, არამედ, მუხლის ჩოქვით გვეხვეწებოდა : არ დაგვღუპოთ და ზურაბიშვილის კანდიდატურა არ ჩამიგდოთო !


მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხი, მხრებს იჩეჩავს და თავს იმით იმართლებს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა-აბა მიშას გრიშას ხომ არ ავირჩევდით-უფრო ადრე დაგვამხობდა თავზე ხელისუფლებასო!


დღეს , ძნელი სათქმელია, მიშას გრიშა სჯობდა თუ არა სალომეს არჩევას და რომელი უფრო ადრე არევდა ქვეყანაში სიტუაციას, მაგრამ, ერთი რამ ყოველთვის გვეშლება: რატომ სხვა ალტერნატივა არ წამოვწიეთ ხალხის წიაღიდან ან რატომ არ ვაიძულეთ „ქართული ოცნება, “ წამოეყენებინა თავისი კანდიდატი?


ახლა იმაზე დროის დაკარგვა , რომ სალომე ბიძინას „ჩაუდეს“ და მასაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა , საქმეს ვერ შველის, პირიქით, უფრო აფუჭებს კიდეც!


არც ის არის გამოსავალი , წამდაუწუმ წამოვაძახოთ ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ორივე პრეზიდენტში შეცდნენ, რომ , მათ საკადრო პოლიტიკა საერთოდ არ უვარგათ, რომ კოჰაბიტაციით გალაღებულებმა (არადა, მმართველ გუნდსაც აწყობდა, რომ „ნაციონალების სახით მუდმივი ბუა ჰყოლოდა გვერდით)კუდით ქვანასროლ „ნაციონალებს “ პოლიტიკაში ყოფნა გაუხანგრძლივეს, მეტიც,მუდმივი რევანშის ხასიათზეც დააყენეს!


სად არის გამოსავალი?


გამოსავალი პასუხისმგებლობის აღებაშია-საჯაროდ უნდა გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი, ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, რომ თავისი თხოვნა-მოწოდებით, ხელი შეუწყო დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე(მოქმედი)მადამ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და დადოს პირობა: ის და მისი გუნდი მაქსიმალურად ეცდებიან უსაფრთხოდ გაიარონ ბეწვის ხიდზე და დათრგუნონ უცხო ძალების სამსახურში ჩამდგარი სახელმწიფოს მეთაურის ზღვარგადასული მავნებლობა!


ჩვენი უბედურება იმაშია, რომ გამსახურდიას შემდგომი ხელისუფლებები უპასუხისმგებლობას მივაჩვიეთ -საკუთარი მაქსიმალური კომფორტის ხარჯზე ფეხებზე იკიდებენ სახელმწიფოს ინტერესებს და უცხო ძალების დავალებათა უტყუარ შემსრულებლებად გვევლინებიან!


ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება, ვიდრე, ხალხი ხელში არ ჩაიგდებს ხელისუფლების ქმედებებზე კონტროლის მექანიზმს, არაფერი გვეშველება-სულ ასეთ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში და ხელისუფლების ხავერდოვნად გადაბარების, ან გადატრიალების მოლოდინში ვიქნებით!


P.S.მადამ ზურაბიშვილის გუშინდელმა უტიფრობამ და ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უნდა დავაჩქაროთ სახალხო აქციის ჩატარება-კრიტიკული მასა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და უპირველესი მოთხოვნა ზურაბიშვილის გადადგომა უნდა იყოს!"- წერს ზაურ ნაჭყებია.





მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა