"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე

"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა, თორემ ბევრი კარგიც რომ გაკეთდა, ვიცი, შეხსენება არ მჭირდება და არც მადლობა დამიმადლებია არავისთვის. "ოცნებაშიც" რომ ბევრი მოღალატე აღმოჩნდა, ისიც ვიცი. აქ არ ვარჩევ, ვისი ბრალი რა იყო, პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად მმართველ პარტიას და ვინ რა დააშავა, ვინ ვის ჩასცა მახვილი ზურგში და რატომ, ერთმანეთში არკვიონ"- წერს სოციალურ ქსელში რუსუდან შარაძე.

"ლოგიკას მივყვეთ: 

როგორც ცნობილია და ბევრი რამის მომსწრე პირადად ვარ, 2012 წელს, "ოცნებას" გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა, თორემ პარლამენტში 40%-ით თუ შევიდოდნენ, დიდ გამარჯვებად თვლიდნენ. ეს გამართლება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ციხის კადრების გავრცელებამ გამოიწვია. ამ შემზარავმა და შოკისმომგვრელმა ფაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და განაიარაღა სააკაშვილის საერთაშორისო ლობისტები. წამში სირცხვილი გახდა "ნაცების" დაცვა არათუ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. მათ ისიც იცოდნენ, რომ ხალხი აღარ დათმობდა და სააკაშვილი სისხლისღვრაზე წავიდოდა, რაც არ ჯდებოდა გეოპოლიტიკურ გეგმებში. ამერიკელმა სენატორებმა და დიპლომატებმა ლამის გაკოჭეს მიშა და ისე გამოაცხადებინეს, - ოპოზიციაში გადავდივარო, - იმ იმედით, რომ გაივლიდა სულ ცოტა ხანი და ისევ ხელისუფლებაში დააბრუნებდნენ. 

 

აქეთ "ოცნებას" უბრძანეს მკვლელების ბანდის ხელშეუხებლობა და მასთან კოაბიტაცია.

ადგა "ოცნება" და არათუ ხელი შეახო, ახალაია-მერაბიშვილის ზონდერებით გაავსო ძალოვანი უწყებები და არაერთი დააწინაურა კიდეც. აღარაფერს ვამბობ, სხვა აღვირახსნილ „კოჰაბიტაციებზე“. სად მოეძებნათ ახალი მონები, „უბრალოდ“ აუკრძალეს კვლა-წამება და საკუთარ სამსახურში ჩაიყენეს - ასე უფრო ადვილი არ იყო? გასვრილებმა ხომ უკეთ იციან მომსახურეობა... 

 

მითითების მიხედვით, „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე, მთავარი „ბუა“ გახდა მიშა და ამით ყველაზე მეტად იხეირა „ოცნებამ“ - ორ უსამართლო (ერთი მკვლელი, მეორე - მისი ხელის დამფარებელი) ძალას შორის გაჭყლეტილი ქართველი ხალხი, ცხვრებივით, ისევ „ოცნებას“ მივყვებოდით. ისინიც იყვნენ არხეინად, ფეხი-ფეხზე გადადებულები, ზოგი ერთად მღეროდა, ზოგიც „ფულებს“ ქაფავდა და ასე. 

ოცნებამ ყველაფერი გადაჭარბებით შეუსრულა სააკაშვილის ლობისტებს, მთელი ეს წლები „ნაცები“ ყველაზე მეტად იყვნენ დაცულები, მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ცალკე საკითხია, რომ შეიძლება ისე მოვკვდეთ, ვერც გავიგოთ, რა ანტიქართული კანონებია მიღებული ამ ხნის მანძილზე. 

„შეთქმულების თეორიად“ შერაცხული კოლონიალური დამოკიდებულება ღიად გამოჩნდა კრისტიან დენიელსონისა და შარლ მიშელის ვიზიტების დროს. მაშინ ისე იყო საქმე, ბევრი შიშობდა, რომ „ოცნებას“ თუ არ გადააბარებინებდნენ ხელისუფლებას, გაუყოფდნენ მაინც. კორონამ მოუსწრო სულზე და სახელმწიფო გადატრიალების „ხავერდოვანი“ თუ ძალადობრივი პროცესი დროებით გადაიდო. 

 

ამასობაში, მედიას მედია დაემატა, ფესვდოელიტას -  ფსევდოელიტა. მათგან ჩამოყალიბდა  ერთგვარი სპეცრაზმი, რომელიც ძალიან მაგონებს წითელი არმიის უსასტიკეს დანაყოფს, რომლის კონტინგენტს, საგანგებოდ, ბავშვთა სახლებიდან არჩევდნენ და გამოჰყავდათ განსაკუთრებული ჯიში მახინჯებისა (გამომეტყველებით) და სადისტებისა; დაეუფლნენ საგანმანათლებლო სისტემას და გაუნათლებლობასთან ერთად, ბავშვებს ჩაუნერგეს, რომ შავი თეთრია და პირიქით; ამასთან, აწარმოეს შავი პიარი ყოველგვარი საღი აზრისა და საღი ადამიანების წინააღმდეგ, ჩაკლეს, დაბლოკეს ყოველგვარი ჭეშმარიტება  და ის „სიბნელედ“ გამოაცხადეს. „ოცნება“ ამ დროსაც არხეინად მღეროდა...  

როგორც გამოჩნდა, უკრაინის ომი მზადდებოდა და საქართველოში,  სააკაშვილი იყო წინასწარ საჭირო. ამ იდიოტმაც საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი იმ იმედით, რომ არჩევნების დღეს, რუსთაველზე, ხალხში აღმოცენდებოდა და რევოლუციაც მოხდებოდა. ჩაფლავდა მიშაც და მისი ლობიც, თუმცა ჯერ ჩუმად იყვნენ. დაიწყო უკრაინის ომი და დაიწყო ღია დაპირისპირებაც. 

 

მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, საქართველო ვერ ჩართეს ომში! ამიტომ „ოცნება“ უნდა მოშორებულიყო და პარალელურად, შექმნილიყო „მესამე ძალა“, რომელსაც საფუძველი უკვე ჩაყრილი ჰქონდა „ეროვნული“ „შერიგების“ ფარსით.

 

საკითხი დადგა ასე:  ოლიგარქი ივანიშვილი = რუსეთს და ჩელიაბინსკს, ე.ი. სიბნელეს; პოლიტმატიმარი სააკაშვილი = დასავლეთს, პროგრესსა და გრიალს, პარიზსა თუ ნიუ-იორკში. 

 

რა არ მოაწყვეს, მაგრამ მაინც ვერ გამოვიდა სახელმწიფო გადატრიალება (თქვენ გესმით ვის წინაშეა  საქართველო?), რადგან ქართველების უდიდეს ნაწილს საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი "პროგრესული" მიშას რეჟიმის მიერ კვლა, წამება, ქონების წართმევა, სულში ჩაფურთხება და ათასი უსამართლობა. მათ არ იციან, რომ საქართველოში ელიტა ფსევდოელიტით ვერასდროს ჩანაცვლდება და  ხალხი კარგად ხედავს ვინაა "სცენაზე" - ქაჯეთის მოციქულები ქვეყნის მასშტაბით (რომლებსაც ცოტა "ისეთები" არ იმჩნევენ და მათი არც სუნი აწუხებთ, დროებით), ანგარებისგან დაბრმავებულები (მომავალში ადგილს რომ იზომავენ), განაცებული ქოცები (რომლებმაც ვერ იგრიალეს ან კიდევ უნდათ),  ორთოდოქსი ნაცები - სისხლის წყურვილისგან დუჟმორეული ტიპები... და სამწუხაროდ, მოტყუებული ბავშვები, რომლებსაც სახელმწიფოს სამართვად არავინ ჩააბარებს და მათ ტყავზე გადავა რეჟიმის მთელი სისასტიკე, თუმცა გვიან იქნება.

 

აქამდე, ახლის გამოძერწვას, ისევ მიშა ერჩივნათ, მხოლოდ ის იყო მოქმედი ინსტრუმენტი სახელმწიფო გადატრიალებისა, მარტო მას ჰყავს საქართველოში სექტა, მხოლოდ მას შეეძლო საქართველოს ომში ჩართვა... თუმცა ვეღარ ივარგა ინსტრუმენტმა და აჰა - ვინ წარმოადგენს უკეთესად ევროპასა და დასავლეთს საქართველოში თუ არა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თავის შერიგებულ-შემორიგებული „მესამე ძალით“ (სულ „მესამე დასი“ მადგება პირზე). 

 

მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა, თორემ ბევრი კარგიც რომ გაკეთდა, ვიცი, შეხსენება არ მჭირდება და არც მადლობა დამიმადლებია არავისთვის. "ოცნებაშიც" რომ ბევრი მოღალატე აღმოჩნდა, ისიც ვიცი. აქ არ ვარჩევ, ვისი ბრალი რა იყო, პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად მმართველ პარტიას და ვინ რა დააშავა, ვინ ვის ჩასცა მახვილი ზურგში და რატომ, ერთმანეთში არკვიონ.

 

ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. რაც არ უნდა იხორხოცონ (სულ ძალით), ვის უნდა თქვენი "მეორე ფრონტიო", სანამ უკრაინის ომი არ დამთავრდება, ეს საკითხი, სულ იქნება დღის წესრიგში,"-წერს სოციალურ ქსელში რუსუდან შარაძე.





მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა