ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის გახდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მსგავსი ინსტიტუტების „სრულ გაკოტრებაზე“ მეტყველებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ აშკარად აბსურდული და დესტრუქციული სიახლეები გვაქვს. დღეს, ტერორისტი ქვეყანა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობას შეუდგა. გუშინ, რუსულმა არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი, ხუთი თვის ბიჭი მოკლა. მას დანიელი ერქვა. ის ავდეევკადან იყო, დონბასში, თავის მშობლებთან ერთად. მისი მშობლები დაჭრილები არიან. ეს ერთ-ერთია, ასობით საარტილერიო თავდასხმიდან, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ყოველდღიურად ახორციელებს და ამ დროს, რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს - ეს ასეთი ინსტიტუტების სრულ გაკოტრებაზე მეტყველებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე როტაციის პრინციპით გახდა - საბჭოს 15 წევრიდან თითოეული ქვეყანა თავმჯდომარის სკამს ერთი თვით იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილში შესაძლოა, რამდენიმე სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაუძღვეს. ბოლოს, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის თებერვალში იყო, როცა უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი
,,თუ დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს''- პუტინი
რუსებმა აფხაზეთში „ს-300"-ების გადასროლა დაიწყეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 464 ბავშვი დაიღუპა
ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა
„კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“ - პესკოვი
აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს
შოლცი: პუტინმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი
ტაბაწყურის ტბასთან ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
„ვაგნერი“ ბახმუტიდან რომ გავიდეს, რუსეთის მთელი ფრონტი ჩამოიშლება - ევგენი პრიგოჟინი