მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
„საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მხარს გიჭერთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველო დავაახლოოთ ევროკავშირთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკოსი ვარ, მიჩვეული ვარ ბრალდებებს და ეს ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან. საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მე გიჭერთ მხარს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველო დავაახლოოთ ევროკავშირთან.
რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრალდებებია გაჟღერებული, ქართველი ხალხი ხვდება, რომ მე მეგობარი ვარ. არავის ადარდებს ეს [ქართული ოცნების] განცხადებები, ესაა მათი მოსაზრება - ისინი ფიქრობენ, რომ ასე უნდა მართონ ქვეყანა.
კი ბატონო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობას - თქვენს მაყურებლებს, ახალგაზრდებს, ესმით რა ხდება ქვეყანაში, როგორ ხდება მანიპულირება ქვეყნით, როგორ ხდება ჩემს შესახებ ტყუილების გავრცელება, საგარეო საქმეთა მინისტრის [ანალენა ბერბოკის] შესახებ. მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი გულწრფელი მიდგომებით და გავაჟღეროთ ის, რისიც გვწამს“, - აღნიშნა ფონ კრამონმა.
მსგავსი სიახლეები
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
მიხეილ ყაველაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy