"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი

ყველაფერი ნორმალურად იყო შარშან ზაფხულამდე, რატომღაც ჩაითვალა, რომ დავიწყე ხელის შეშლა ნიკა მელიასთვის, ასეთი არაფერი ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ნიკა მელიას გამოსვლით დაიწყო, როდესაც კეზერაშვილს კრიმინალი უწოდა.

„ამის შესახებ ბევრს ვერაფერს მოვყვები. ალბათ ჯობია, რაღაცები არ გახდეს საჯარო. თუმცა კი, ყველაფერი დაიწყო ნიკას იმ ცნობილი გამოსვლით, თუ არ ვცდები, 2017 წელს, როდესაც მან მე დამადანაშაულა, კრიმინალი მიწოდა და, ასე ვთქვათ, ის სიტყვები იხმარა, რაც იხმარა. მე ნიკას არ ვიცნობდი. არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის გახდა პარტიის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც დააკავეს და გამოვიდა ციხიდან, დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ არსებობდა სურვილი, ჩემსა და ნიკას შორის შეხვედრის ორგანიზება მომხდარიყო. ეს შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის სწორი, თითქოს მას ჰქონდა ნიკა მელიასთან შეხვედრის სურვილი.

„არა, მე არ მქონდა, რადგან მე არ დავდივარ საქართველოში, არ ვურეკავ ადამიანებს, არ ვთხოვ შეხვედრებს, არ ვთხოვ, რომ გინდა თუ არა, უნდა მოგეხმაროთ, რამე ხომ არ გჭირდებათ… ეს არ არის ჩემი ინტერესი, მე ამით არ ვარ დაკავებული. ეს თხოვნა მოდიოდა იქითა მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი, რადგან უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული დახმარება იყო საჭირო პარტიისთვის. სხვაგვარად მე არანაირი ინტერესი არ მქონდა ამ შეხვედრის ორგანიზების. ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ ვილაპარაკეთ, მოვილაპარაკეთ. მე გავიგე, რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევუთანხმდი, რომ შევძლებდი, გამეკეთებინა. ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ძალიან ნორმალურად, ჩატარდა არჩევნები, ჩამოვიდა მიშა, გარკვეული მოვლენები განვითარდა საქართველოში“, – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში არ ჩარეულა.

„ყველაფერი იყო ნორმალურად შარშან ზაფხულამდე, როდესაც რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ასეთი არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არაფერი მომითხოვია, არავის გაშვება, მოყვანა, სიაში ჩაწერა, ა.შ. ეს ყველაფერი არის მისი ინტერპრეტაციები… მათ შორის, ნაყოფიას ნაწილში. ნაყოფია მრავალი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მანაც ილაპარაკა, ამიტომ მივცემ თავს უფლებას, რომ ვთქვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის, რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა… ჯერ ერთი, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს. სწორად თქვით, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე არ შევდივარ, იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ან ზემოქმედებას ახდენს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე ეთერით, რაც მან გააკეთა. მან გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა, არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება – არ ექნება, არ არის პრობლემა. კიდევ ვამბობ, მე არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები. მან წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა, პრინციპში, ეს ისტორია. არ არის დასამალი, მე ახალ მენეჯმენტთან ვურთიერთობ, ვმეგობრობ პეტოსთანაც, იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიყო ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპისკენ გზაში ბრძოლას“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა - "...მათი დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში, კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!.."-კობა კობალაძე
დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს -გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება
ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან
ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა, სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს