"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

 

"უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის საუკეთესო ილუსტრაცია, თუ როგორი სამყაროს შექმნას ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები.


ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით: „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.



ცდილობენ შექმნან საზოგადოება, სადაც დომინირებს არა ნამდვილი, არამედ ვირტუალური სინამდვილე. გვეუბნებიან, რომ უნდა დავიჯეროთ არა ის, რაც სინამდვილეში არსებობს, არამედ მხოლოდ ის, რასაც ვირტუალური სინამდვილის ავტორი გვეუბნება.

თუ გეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი რუსულია, უნდა დაიჯერო, თან ისე, რომ გასაპროტესტებელი კანონი არც კი უნდა წაიკითხო. თუ გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, უნდა დაიჯერო. თუ გეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე უფრო მყარად იდგები, ვიდრე ორ ფეხზე, ესეც უნდა დაიჯერო.

გვეუბნებიან, რომ თუ ამერიკა და ევროპა იცავენ აგენტების კანონით საკუთარ სუვერენიტეტს, ეს კარგია, მაგრამ თუ საქართველო გადაწყვეტს აგენტების კანონით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, ეს საშინელებაა და ევროატლანტიკური კურსიდან ქვეყნის გადახვევას ნიშნავს.

გვეუბნებიან, რომ ამორალურობა პროგრესულობაა, ახალგაზრდობა გამოცდილებაა. გვეუბნებიან, რომ ხალხის ნებას გამოხატავს არა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მანდატი მილიონმა ამომრჩეველმა მიანიჭა, არამედ ქართველი ხალხია გიგაური და ლომჯარია, რომლებმაც მანდატი ოკეანის გაღმა მიიღეს.

ჩვენ უნდა დავიცვათ ნამდვილი სინამდვილე, სადაც მშვიდობა მშვიდობაა და ომი და მეორე ფრონტი ცუდია, სადაც თავისუფლება თავისუფლებაა და მონობა და აგენტობა ცუდია, სადაც გონიერება გონიერებაა და უმეცრება და გამოუცდელობა ცუდია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებმაც საქართველოს 90-იან წლებში სამი ომი და ეკონომიკური კოლაფსი მოუტანა. გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლის შედეგადაც სააკაშვილის ხელით მართულმა აგენტოკრატიამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია სამართლებრივადაც გაუფორმა. გავიმეორებთ შეცდომებს, რომელიც საქართველოს გარდაუვალ უკრაინიზაციას, ანუ 90-იანი წლების უმძიმეს წარსულში საქართველოს დაბრუნებას გამოიწვევს.
გამოუცდელობითა და ემოციური ირაციონალიზმით, ქართულმა საზოგადოებამ წარსულში უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რომელთა ხელმეორედ დაშვებას მომავალი თაობა არ გვაპატიებს", - წერს შათირიშვილი.





მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა