"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე

"ლამის მთელი მსოფლიო, მათ შორის, საქართველო, ორად დაიყო - ე.წ. ლიბერალებად (სინათლე) და კონსერვატორებად (სიბნელე). ყოველ შემთხვევაში, ასე ცდილობენ წარმოჩინებას. არ უნდა არსებობდეს მესამე - ვისაც წარსულიც უყვარს, წინსვლაც და მასში ეს ორივე განცდა ბუნებრივად, ჰარმონიულად არის შერწყმული. არადა, გაჩენის დღიდან, სწორედ, ასეთია ქართველების უმრავლესობა და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურაც ამის ნათელი დადასტურებაა.

 

როგორია "ჩვეულებრივი" ქართველი? მას არ სჭირდება ვინმეს (გნებავთ იყოს გენიოსი) მიერ დაწერილი იდეოლოგია, არც პარტიული პროპაგანდები, რათა საკუთარი წარსული უყვარდეს, ან პროგრესისკენ მიილტვოდეს. ის ბუნებით ნამდვილი ლიბერალია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და ასეთი იყო მაშინაც, სანამ საერთოდ, ეს ცნება დაიბადებოდა; კეთილია და ხშირად, ლამაზიც, არხეინია (რაც ბევრჯერ სისხლით გადაუხდია) და ცნობისმოყვარე, ნიჭიერი, უყვარს კოხტა ჩაცმა-დახურვა, კაი დროსტარება, თანამედროვე სახლ-კარი, ცხენი თუ მანქანა... სწამს თუ არა, სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი ღმერთის მიმართ მოწიწება და მაინც ხშირად ცოდვილია, თუმცა თავის ცოდვებს პროპაგანდად არ აქცევს. ის არაა ყალბი, ე.ი. არაა ქაჯი, გოიმი, რადგან სხვის როლს არ თამაშობს - არის ის, რაც სინამდვილეშია; ჯერ საკუთარს აფასებს და მერე სხვისას, იცის, რომ ყველა ვერ იბრწყინებს, მაგრამ ისიც იცის, რომ ყველას აქვს ერთი რამ მაინც, რაც ბრწყინავს; გადამწყვეტ მომენტში, მიუხედავად არხეინობისა, ათეიზმისა თუ ცოდვილობისა, ხმალს იღებს ხელში და თვალდახუჭული მიდის ღმერთისა თუ სამშობლოს დასაცავად.

ჩვეულებრივი ქართველი ილიას მიმდევარია - ქრისტესთვის, ილიასთვის და საკუთარი ოჯახისთვის ერთნაირად მოკვდება.

 

როგორია დღევანდელი ადამიანის სასურველი ტიპი? ის აუცილებლად პოლიტიკურად იდეოლოგიზირებული უნდა იყოს, მიეკრას რომელიმე მკვეთრი იარლიყი ორი გამოკვეთილი ბანაკიდან და მერე უკვე ადვილია. „დაყავი და იბატონე!“ - ბანალურად ქცეული ფრაზა, სინამდვილეში, სულ არ არის ბანალური და დღემდე, საუკეთესო მექანიზმია. ორად დაყოფ თუ ათად, შედეგი ერთია.

 

ახლა ორია საჭირო.

 

გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო. ის მართლაც იყო ლიბერალი იმ საუკუნეში და იმ ისტორიული კონტექსტის გაგებით, რომელშიც მოღვაწეობდა და რომელიც აღიარებდა კლასიკურ ლიბერალიზმს - პროგრესულ მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში.

 

ლიბერალები ერქვათ მენშევიკებსაც და აგრეთვე, ბოლშევიკებს, ლენინისა და ტროცკის მეთაურობით - დღევანდელი ჯოგის იდეურ თუ ფიზიკურ წინაპრებს.

 

ასეთ რაღაცეებზე ფიქრისას, ხშირად, მახსენდება გრიგოლ რობაქიძის მიერ მოთხრობილი ისტორია ვლასა მგელაძეზე, რომელშიც, მიუხედავად იდეოლოგიური „მოწამლულობისა“, მაინც იფეთქა იმან, რაც „ჩვეულებრივ“ ქართველებს ხელში ხმალს აღებინებდა და ააღებინებს ყოველთვის:

 

„1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ.

 

ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს „აღსდგა საქართველო". მე არ მეგულება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითიურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე...“

 

ხოლო თავად ვლასას რომ ჰკითხეს, სად იყავიო, ასე უთქვამს: „მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო“.

 

ვცადე, დასკვნის სახით, კიდევ რამე დამეწერა, მაგრამ რაღა უნდა დავამატო?!- წერს სოციალურ ქსელში რუსუდან შარაძე.





მსგავსი სიახლეები
საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან -ზაზა შათირიშვილი
სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს - საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული, როგორ დაწამლეს მოქალაქეები -მიხეილ სააკაშვილი
გავა დრო და მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, რომ ისევ შეცდნენ, თუმცა ბოდიშს არც ამჯერად მოიხდიან -შალვა პაპუაშვილი
"ეს ფარისევლობაა"- ანდრია გვიდიანი
"არ მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა"- დავით დარჩიაშვილი
"გულისამრევია თხათა ჯოგის მიერ ილიათი მანიპულირება, ლიბერალი იყოო"- რუსუდან შარაძე
"ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით"- ზაზა შათირიშვილი
"მე ვყვები ორი ძალის აღვირახსნილ კოჰაბიტაციაზე და შედეგზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა"- რუსუდან შარაძე
"უპასუხისმგებლოებს პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ! სხვანაირად, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება"- ზაურ ნაჭყებია
" სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა"- კახა კალაძე
"ძალიან კომიკურია ქალბატონი ზურაბიშვილი გმირის იმიჯით რაღაცეებს რომ გვამუნათებს" -ნიკოლოზ მეტრეველი
"გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, დღესაც სჭირდება დაცვა" -გიორგი გახარია
"ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა"- ბეჟან ჟავახია
"მდინარაძე იყო ენმ-ის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს უდანაშაულოდ დააკავეს"- ლევან ნიკოლეიშვილი
"პირველი ღირსეული პრეზიდენტი , რომელიც შეეწირა საქართველოს"- მალხაზ გულაშვილი
"მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს"- მალხაზ გულაშვილი
31 მარტის რეფერენდუმის დღე! - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
"გილაურმა თუ პარტია შექმნა, ის უფრო ენმ-სთვის ხმების წამრთმევი იქნება"- ირაკლი მელაშვილი
„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - რუსუდან შარაძე
"ბარემ სანდრო გირგვლიანი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარღვევებიც ეხსენებინათ დამსახურებებში.."- ზვიად კირტავა