
ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააკავეს
ინფორმაციას „ევროპოლი“ ავრცელებს.
ეჭვმიტანილები სასიგნალო იარაღს თურქეთში ყიდულობდნენ, ლეგალურად შეჰქონდათ ევროკავშირში და შემდეგ მისი ლეტალურ იარაღად გადაკეთება ხდებოდა.
იარაღით მოვაჭრეების დაკავების მიზნით ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციას რუმინეთი და ბულგარეთი ხელმძღვანელობდნენ. სულ კი გამოძიებაში ევროპის 31 ქვეყანა მონაწილეობდა.
„ევროპოლის“ ცნობით, ამოღებულია 1621 ერთეული არალეტალური იარაღი, ასევე ამუნიცია და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
შეგახსენებთ, ივლისში „ევროპოლმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კრიმინალური დაჯგუფებები უკრაინიდან ევროპაში შეიარაღების კონტრაბანდით არიან დაკავებულები. მაშინ „ევროპოლში“ გაავრცელეს ცნობა, რომ ცალკეული პირები ცდილობდნენ, უკრაინა დაეტოვებინათ და მათ თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.
მსგავსი სიახლეები



















