
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმების დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი, ლიკვიდირებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხალიდ აიდ აჰმედ ალ ჯაბური, სირიაში, საჰაერო დარტყმით მოკლეს.
„აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ცალმხრივი დარტყმა წამოიწყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ISIS-ის უფროსი ლიდერი ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური“, - ნათქვამია შშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. შტატების თავდაცვის უწყება დარწმუნებულია, რომ ალ ჯაბურის ლიკვიდაცია ისლამურ სახელმწიფოს დროებით შეუზღუდავს შესაძლებლობას, დაგეგმოს და განახორციელოს თავდასხმები
ალ-ჯაბური ევროპაში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ალ-ჯაბურმა შეიმუშავა ISIS-ის ადმინისტრაციული სტრუქტურა.
მსგავსი სიახლეები



















