"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle

გერმანელი სამხედრო ექსპერტის, მარკუს კოიპის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომში ოქტომბერში გამარჯვებას მიაღწევს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

 

კოიპი, რომელიც ციურიხის სამხედრო აკადემიის ლექტორია, ამბობს, რომ შემოდგომისთვის რუსეთში სამხედრო, ეკონომიკური და ადამიანური რესურსები საბოლოოდ ამოიწურება, ხოლო მისი ანაზღაურება მოსკოვს არ შეუძლია.

 

ექსპერტის შეფასებით, რუსეთმა უკრაინის ომში უკვე 10 ათასამდე ერთეული ტანკი და მძიმე ტექნიკა დაკარგა.

 

„ეს მხოლოდ დროის ამბავია, როდის ამოეწურება რეზერვები რუსეთს,“ - განაცხადა კოიპმა.

 

იმ შეტევის კომენტირებისას, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, ექსპერტმა მას „კატასტროფული“ უწოდა.

 

ექსპერტის თქმით, ძირითადი ყურადღება ბახმუტზეა გამახვილებული, მაგრამ რუსეთი კიდევ ოთხი მიმართულებით ცდილობდა შეტევას - კრემენაიას, ავდეევკას, მარინკას და უგლედარის მიდამოებში.


„სამხედრო ლოგიკასთან ამ ოპერაციას არაფერი აქვს საერთო. ეს არის მატერიალური, ადამიანური რეზერვების მასიური ხარჯვა მინიმალური პროგრესის მისაღწევად“, - ამბობს გერმანელი ექსპერტი.

 

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთი ფრონტზე ძველ „ტ-55“ და „ტ-64“-ის ტანკებს აგზავნის, ტექნოლოგიური რეგრესის მაჩვენებელია.

 

უკრაინის ჯარი კი, პირიქით, მოძველებული საბჭოთა ტექნიკას თანამედროვე, ნატოს სტანდარტების დასავლური ტექნიკით ცვლის, კერძოდ საუბარია ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე.

 

ექსპერტის თქმით, ეს ტექნოლოგიური უპირატესობა თავს იჩენს უკრაინული კონტრშეტევის დროს, რომელიც, მისივე პროგნოზით, აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება.





მსგავსი სიახლეები
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
„ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ!" - მატეუშ მორავიეცკი
"ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა"
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია
ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააკავეს
"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან