ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე

ომის 406-ე დღეს, უკრაინა რუსეთის აგრესიას კვლავაც იგერიებს. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი და ბახმუტის მისადგომები რჩება.

 

ბოლო დღეების განმავლობაში ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დიდია დანაკარგი ორივე მხარეს, მნიშვნელოვანია ნგრევის მასშტაბიც.

 

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვითმა ძალებმა ბახმუტთან 45 იერიში მოიგერიეს. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ქალაქი ავდეევკა.

 

აშშ უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან (USAI) ფინანსდება. მის ფარგლებში იარაღის მწარმოებლებისგან შეკვეთა ხდება, და არა ამერიკული სამხედრო მარაგებიდან ამოღება.

 

პაკეტის პირველი ნაწილი დააფინანსებს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS კომპლექსებისთვის, ცხრა 30 მმ დრონის საწინააღმდეგო ქვემეხს, 30 მმ და 23 მმ საზენიტო საბრძოლო მასალას, 130 მმ და 122 მმ საარტილერიო ჭურვებს, 122 მმ რაკეტებს “გრადის” სისტემებისთვის, 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალას, საჰაერო დაზვერვის სამ რადიოლოკაციურ სადგურს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, და ა.შ.

 

დანარჩენი 500 მილიონი დოლარი, რომელთა ძირითადი ნაწილის საბრძოლო მასალაზე წავა, შეიარაღების შემცირების საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში იქნება გამოყოფილი, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში იარაღი ამერიკული მარაგებიდან გადასცეს.

 

სამხედრო დახმარების პაკეტის მეორე ნაწილის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა Patriot და HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 120 მმ და 105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა, და ა.შ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
„ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ!" - მატეუშ მორავიეცკი
"ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა"
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია
ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააკავეს
"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან