"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

 

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

 

თავის გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად არის მოტივირებული და მომხდარის გამო აშშ-ს მთელი მსოფლიო დასცინის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს, რომელმაც მას ბრალი წაუყენა, სოროსის მიერ მხარდაჭერილი უწოდა.

 

„ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც არავის უნახავს და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში. დაწყებული რადიკალი მემარცხენე სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორით, ელვინ ბრეგით ნიუ იორკიდან, რომლის კამპანიაც იყო აგებული იმაზე, რომ ის დაიჭერდა ტრამპს. მე მას დავიჭერ, მე მას დავიჭერ, – ამაზე იყო აგებული ამ კაცის კამპანია,” – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 4 აპრილს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

 

საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითიც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

 

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
„ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ!" - მატეუშ მორავიეცკი
"ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა"
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია
ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააკავეს
"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან