"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე

უკვე ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეს არის ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და იმედი მაქვს, მოსახლეობის და ბიზნესის აქტიური ჩართულობის, მოხერხდება არაერთი ავარიული ნაგებობის განახლება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„შეგახსენებთ, რომ შევიმუშავეთ პროგრამის ორი მოდელი: პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად ჩაანაცვლოს ავარიული შენობა-ნაგებობა ან ჩაუტაროს რეაბილიტაცია, თუმცა, ეს უნდა განახორციელოს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.

 

​მეორე მიმართულება ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას
რონალდინიო ბათუმში იმყოფება
ირაკლი კობახიძე - Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში
პრემიერი - Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა
რომში კინოფესტივალების მსოფლიო კონგრესი გაიმართა
როგორი ამინდი იქნება 4 ნოემბერს
თბილისის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
მდინარე რიონში ავტომობილის წყალში გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
კახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება
3 ნოემბრის ვალუტის კურსი
"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო eKalata-ს ოქტომბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა
საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალი Virtuoso Magazine საქართველოზე: მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც საქართველო საბოლოოდ შემაყვარა