"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებშია გამოცდილი, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე. რეფორმის ფარგლებში სრულიად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, წლის ბოლოს კი ამოქმედდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც.
პარალელურად, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა ქალაქის მასშტაბით. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს და კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.
ამ ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 მარტს, უკვე დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა. ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა.
2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც. ახალი ავტობუსები გაეშვება 10 ძირითად დერეფანში, რაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი, სწრაფი და უსაფრთხო დაკავშირების უალტერნატივო წინაპირობაა.
აქვე მინდა, მოგაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, პრობლემის სრული სურათის წარმოდგენისას:
• 2016 წელს გადაადგილდებოდა 300 000 მდე ავტომობილი;
• დღეის მდგომარეობით მათი რიცხვი 580 000 დან 600 000-მდეა;
• ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70% და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილის მფლობელების 12%;
• თბილისში ავტომობილს ფლობს მოსახლეობის დაახლოებით 45% და მას კვირაში 5 დღეზე მეტჯერ გამოიყენებს ავტომობილის მფლობელთა 97%;
მეგობრებო, აი, ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რომელიც არის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზა საიმისოდ, რომ თბილისში გადაადგილება გახდეს ორგანიზებული“, - განაცხადა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
12 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუმინეთის ელჩი მიიღო