ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

„დასრულდა რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.

 

რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

 

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 - ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
  • მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
  • სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.

 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 2 მარტს, ხოლო მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. რეგისტრაცია პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 



მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე – საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ ყველა ოჯახს ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება როგორც სარემონტო სამუშაოებს, ასევე ავეჯის შეძენას
გივი მიქანაძე – ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა, ახლა კი ვხედავთ მორიგ აღიარებას პროფესიული განათლების სფეროსა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით
მარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ "არჩევნები 360˚"-ის პრეზენტაცია გაიმართა
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა
17 ნოემბრის ვალუტის კურსი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
კახა კალაძე: არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
სიახლე - ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია! ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
მოძრაობა შეიზღუდება! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც!-პატრიარქი
ნიკოლოზ მეტრეველი – მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე იობი - უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო - ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა