ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის წარმატების მომტანი იქნება აღნიშნული ცვლილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. ბასლეინში.
ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, გრიგოლ ორბელიანის მოედანი, რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, ანა კალანდაძის ქუჩა, პეკინის გამზირი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, სანდრო ეულის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, მირიან მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა.
მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია.
მსგავსი სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდ
GM PHARMA-მ გერმანული აუდიტორული კომპანიის Heacon Service GmbH-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
6 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას- აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
ინტენსიური თოვის გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ნოემბრიდან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას
რონალდინიო ბათუმში იმყოფება
ირაკლი კობახიძე - Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში
პრემიერი - Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება