თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისი ლიზინგმა და „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პარტნიორობის ფარგლებში თიბისი ლიზინგის ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვაზე. თიბისი ლიზინგი სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში.
შეგახსენებთ, რომ „ტენე“ არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების წინაღმდეგ ბრძოლაა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ტენე“ მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის წახალისების გზით, იბარებს საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენს, რომლსაც მოგვიანებით გადაამუშავებს და ნულოვანი ემისიის პოლიტიკის ფარგლებში იყენებს კაბელის დასამზადებლად.
„ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების მხარდამჭერი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წავახალისოთ „ტენეს“ გარემოსდაცვითი ინიციატივა, რაც შიდა კომუნიკაციითა და მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. დასაქმებულებს მუდმივად აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიებში, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში, რა მიმართულებითაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოქნილობას იძლევა, განვითარების მრავალმხრივი არეალი აქვს და სამომავლოდაც გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებას,“ - თეო ლეჟავა, თიბისი ლიზინგის ბრენდისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც არ ხდება მყარი ნარჩენის დანაწევრება (სეპარირება) და გადამუშავება. ასეთ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში. დარწმუნებული ვარ თიბისი ლიზინგთან დაწყებული თანამშრობა ბიძგს მისცემს ბევრ სხვა ქართულ კომპანიას გახდნენ უფრო მდგრადი, იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და იზრუნონ გარემოზე,“ - სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
მსგავსი სიახლეები
აზერბაიჯანის საგარეო უწყება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
მარტვილში ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე "ჭყონდიდობა" აღინიშნება
საპატრიარქო - შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
24 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
"შავი ლომის" მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
პატრიარქი შიო III, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ერევანი საქართველოდან ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს
სურსათის ეროვნული სააგენტო – ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
მეორადი ჩარიცხვებით, უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს
ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ცესკოს პრესსპიკერმა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა