ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. 

 

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო.

 

1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.

 

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი იყო. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). 

 

„ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება... ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა. ვწუხვარ. ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო... ვერასოდეს დაგივიწყებთ... დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზა-სავალს...გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს“,- წერენ მეგობრები. 

 

ლეგენდარული სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის იყო. 





მსგავსი სიახლეები
პირველი ნოემბერის ამინდი საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
ბაქო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით მატარებლის ბილეთები იაფდება
1-ელი ნოემბრის ამინდის პროგნოზი
თბილისის მერია: ფაქტების დამახინჯებაა, "თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს"
აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება - რევაზ სოხაძე
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - მათგან თითქმის ნახევარი დედაქალაქში მოძრაობს
მსჯავრდებულებმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წარადგინეს
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა
შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2026 წელს 219 გემის ინსპექტირება განახორციელა
„არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია...“ - ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება
31 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრიდან
ლევან კოღუაშვილის ფილმს, "გურიას" Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე "საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის" ჯილდო გადაეცა
გამოცხადდა 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაპირებისამებრ ნოემბრის ბოლოს დასრულდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა