რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა,  ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო  შეხვედრა გამართეს  მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან. 

 

მაქს ვებერის ფონდი  ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაციაა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც მხარს უჭერს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების კვლევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე  მის ფარგლებს გარეთ. გერმანული ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აერთიანებს თერთმეტ ავტონომიურ ინსტიტუტს, რომლებიც  მასპინძელ ქვეყნებსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებენ. უახლოეს მომავალში მაქს ვებერის ფონდი საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნებას გეგმავს.  

 

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა გერმანულ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობა და  სამეცნიერო სფეროში  ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.





მსგავსი სიახლეები
კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა
ვაშლიჯვარში სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი, დაწყებულია გამოძიება
5 ივლისის ამინდის პროგნოზი
5 ივლისიდან მასწავლებლის გამოცდები იწყება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ელჭექი, სეტყვა და ქარი - მთიან რაიონებში ამინდი გაუარესდება
დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ
სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია გარდაიცვალა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - სპეციალისტების რეკომენდაციები
ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ
გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ -მიხეილ ყაველაშვილი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა