"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ყირიმიდან რუსეთში შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ მოსკოვთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევა შეიძლება იყოს საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე.
„მე არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც, რომ რუსები საკუთარი ნებით და ბრძოლის გარეშე, დიპლომატიურად ტოვებენ ყირიმს. შესაძლებელია ეს თუ არა? კი, თუ ამაზე შეთანხმება მოხდება, ჩვენ შეგვიძლია 2-3 დღე მივცეთ, რომ ჯარი გაიყვანონ და ის ხალხიც უნდა წავიდეს, ვინც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იქ უკანონოდ დასახლდა და იქ მანამდე მცხოვრები ადამიანების ქონება მიითვისა,“ - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქერჩის ხიდის დემონტაჟი განხორციელდება.
მისივე თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების თემა შეძლება იყოს კომპენსაცია განადგურებული ინფრასტრუქტურისთვის, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული პირების გასამართლება, ასევე 100-კმ-იანი დემილიტარიზებული ზონის შექმნა, სადაც კრემლი შეიარაღებას და ცოცხალ ძალას ვერ განათავსებს.
ცნობისთვის, ექსპერტები აპრილში უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შეტევას ელოდებიან. შეტევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს - ერთის მიხედვით, დარტყმა მელიტოპოლზე განხორციელდება აზოვის ზღვაზე გასვლით და შემდეგ ყირიმამდე მისვლით და შეტევის ყირიმში გაგრძელებით.
მეორე ვარიანტია გააქტიურება დონეცკის მიმართულებით, რუსეთში საზღვარზე გასვლა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან და მთელი იქ მყოფი დაჯგუფების ალყაში მოქცევა. ამჟამად უკრაინული ძალები ტექნიკას და ცოცხალ ძალას ამ კონტრშეტევისთვის ამზადებენ.
მსგავსი სიახლეები
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
,,უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს''- ვიქტორ ორბანი
აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა
Politico: ევროკავშირის წევრი იტალია ბელგიის პოზიციას იზიარებს და რუსეთის გაყინული აქტივების გეგმას ეწინააღმდეგება
სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების კოლონაზე თავდასხმა მოხდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: საბრძოლო მოქმედებების გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთელი ღამის განმავლობაში ელექტრო მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი
მარია ზახაროვა ურჩევს ევროკომისიას, რომ ჩვენი პლანეტიდან სადმე გაფრინდეს
,,დასავლეთ ევროპისთვის რუსის ან უკრაინელის სიცოცხლე თუ არაფრად ითვლება, არ მინდა, ასეთი ევროპის ნაწილი ვიყო'- რობერტ ფიცო
მშვიდობა არც თუ ისე შორს არის -ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე