"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

 

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მიმართეს.

 

"უფლებები საქართველო“ მოითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას:


დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). 


მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას.  


საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა. 


დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.


2023 წლის 05 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც  შესაძლოა კიდევ უფრო მეტად  დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.


„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს,"- ნათვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
12 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუმინეთის ელჩი მიიღო
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
ირაკლი კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს
ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
კობა კობალაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა -მეუფე იობი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 ნოემბრიდან