„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი

ამერიკის ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 4 აპრილს, სისხლის სამართლის მუხლით ბრალი წაუყენეს.

 

ყოფილ პრეზიდენტს,  ბრალი 34 მუხლით ედება და მას პროკურატურა აშშ-ის  ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

 

კერძოდ, საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითაც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

 

ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და ბრალდების 34-ვე პუნქტზე თავი უდანაშაულოდ ცნო.

 

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

 

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდნენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა. მან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უგულებელყო.

 

ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა.  სასამართლოს შემდეგ, ტრამპის თვითმფრინავი ნიუ-იორკის LaGuardia-ს აეროპორტიდან აფრინდა და ის ფლორიდაში გაემგზავრა.

 

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალის წაყენების ფაქტი, „ჯორჯიან თაიმსთან“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა,  ირაკლი მენაღარიშვილმა შეაფასა. მისი განმარტებით, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აშშ-ში კანონზე ზევით არავინ დგას, მათ შორის - არც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.  

 

„თავისთავად, ეს ძალიან არასასიამოვნო, თუმცა, საყურადღებო ფაქტია. ამით ამერიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას, - მათ შორის, არც ყოფილი და არც  მოქმედი პრეზიდენტი. ამ ფაქტიდან  მსოფლიომ მაგალითი უნდა აიღოს და გაითავისოს. 


ტრამპის საქმით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამერიკის კანონი კანონობს, ის უზენაესია და ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის საქციელიც კი დასჯადია.  ზოგადად, ამერიკის ძლიერების საფუძველიც ეს არის  - ის ერთ-ერთი ყველაზე სამართლებრივი სახელმწიფოა მსოფლიოში“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი. 

 

აშშ-ს სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე, მენაღარიშვილს სასამართლო პროცესის შედეგების პროგნოზირება  უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. 


„ამერიკის სამართლებრივი სისტემა ძალიან რთულია. ამიტომ, წინასწარ არ შემიძლია გითხრათ, თუ რა განაჩენს გამოუტანს ტრამპს სასამართლო. თუმცა, ფაქტი სახეზეა და დარწმუნებული ვარ, 4 დეკემბრის  სასამართლოც, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მენაღარიშვილმა. 

 

ტრამპისთვის ბრალის წაყენების ფაქტს, ჩვენი ქვეყნის რეალობას ადარებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

 

„1. ის, რომ 17 წლის წინ ქალი სიჩუმის საფასურად ადვოკატებისგან 130 ათასს იღებს და შემდეგ პირს აღებს, მორალზე ლაპარაკი ზედმეტია. ალბათ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება ტრამპის სასარგებლოდ?! ისმის კითხვა, რა მოტივით გააღო პირი, თუ ამ 130 ათასის დაბრუნება მოუწევს?


2. დღეს 5 აპრილია, პროცესის შემდეგი სხდომა კი წლის ბოლოსთვის, ანუ დეკემბრისთვის გადაიდო. რატომ ასე შორს? ანუ, კიდევ 8 თვის მანძილზე ეს საკითხი ტრამპის თავზე იქნება ჩამოკიდებული. 


3. ახლა შევადაროთ აქაურ ფინანსურ დანაშაულებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს.


ტრამპის შემთხვევაში საუბარია მილიარდერის პირად თანხებზე, რომელიც ფინანსურად არასწორად გააფორმა. იგივე ხასიათის სხვა ბრალდებებიცაა.


სააკაშვილთან შემთხვევაში, გარდა სხვა ოთხი მძიმე ბრალდებისა/მსჯავრისა, ედავებიან ბიუჯეტის 9 მილიონის ფლანგვას, მაგალითად მასაჟისტისთვის გადახდა, შიშველი სხეულით შექმნილი ნახატის შეძენა, ბრასლეტების და მობილურების შეძენა მისი ახლობლებისთვის, არა სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების, არამედ პირადი ვოიაჟების დაფინანსება, შვილის სწავლის საფასურის გადახდა და სხვა. ამ ყველაფერს პიჯაკების საქმე დაარქვეს.


ასევე პოლიტიკურად უნდათ გაასაღონ ბიუჯეტის 48+3 მილიონის ფლანგვა და მითვისება, ბანკის 17 მილიონის საეჭვო სქემებით დატრიალება, ტელევიზიის 6,7 მილიონის მითვისება, ჯარის წვრთნების 5 მილიონი ევროს გაქრობა და სხვა“, - წერს სალუქვაძე. 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა - ჯონ ბოლტონმა კი,  აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.

 

„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს - „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე - ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? - პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი (ტრამპის საქმის პროკურორი)“, - განაცხადა ბოლტონმა.

 

 

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის  მორიგი სასამართლო სხდომა უკვე ჩანიშნულია და 4 დეკემბერს გაირკვევა, რა განაჩენს გამოუტანს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო. 

 

/თამუნა დუღაშვილი/





მსგავსი სიახლეები
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
,,უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს''- ვიქტორ ორბანი
აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა
Politico: ევროკავშირის წევრი იტალია ბელგიის პოზიციას იზიარებს და რუსეთის გაყინული აქტივების გეგმას ეწინააღმდეგება
სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების კოლონაზე თავდასხმა მოხდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: საბრძოლო მოქმედებების გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთელი ღამის განმავლობაში ელექტრო მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი
მარია ზახაროვა ურჩევს ევროკომისიას, რომ ჩვენი პლანეტიდან სადმე გაფრინდეს
,,დასავლეთ ევროპისთვის რუსის ან უკრაინელის სიცოცხლე თუ არაფრად ითვლება, არ მინდა, ასეთი ევროპის ნაწილი ვიყო'- რობერტ ფიცო
მშვიდობა არც თუ ისე შორს არის -ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე