ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 6 აპრილის 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

კერძოდ, 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.

აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ.

რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.



მსგავსი სიახლეები
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი კობახიძეს უსამძიმრებს – "სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს"
შიო მესამე – ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, გეგმური შემოწმებისას ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს -"საქორგგაზი"
ნიკოლ ფაშინიანი – მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ცოტნე ივანიშვილი – რთულია, სიტყვებით გადმოსცე უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას
ბერა ივანიშვილი – მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს, ასევე, მადლობა გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს
გიორგი ლეფსვერიძე: შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე
21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება – რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ამ დღეს?
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს - უკრაინის საელჩო
მიხეილ სარჯველაძე – აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ, მათი მდგომარეობა ნორმალურია, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ
კახა კალაძე – ფონიჭალიდან 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ვიქირავებთ მათთვის ბინებს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება
ირაკლი კობახიძე – მოვინახულეთ ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში, მიხარია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ
მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს გამოთქვამს