სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post
„გასულ შაბათ-კვირას საუდის არაბეთის პრაგმატულმა გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოპოვების შემცირებისა და ფასების მატების შესახებ, მარტივი მესიჯი გაგზავნა: შეერთებული შტატები ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას სპარსეთის ყურეში ან ნავთობის ბაზარზე.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა“, - წერს გავლენიანი გამოცემა The Washington Post. ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, რომ პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა კვირას OPEC-ის მწარმოებლებზე ზეწოლა მოახდინა, რათა შეემცირებინათ წარმოება დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით, რამაც გაზარდა ნედლი ნავთობის ფასი 6 პროცენტზე მეტით და დაახლოებით 85 დოლარამდე ბარელზე.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელიც იბრძვის ინფლაციის შეკავებისა და რეცესიის თავიდან ასაცილებლად, საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება უსიამოვნო ნაბიჯია. “საუდის არაბეთი იცავს თავის ინტერესებს, ისევე როგორც შეერთებული შტატები. არცერთ ქვეყანას არ სურს ურთიერთობების გაწყვეტა, მაგრამ ლიდერები ორივე დედაქალაქიდან, გრძნობენ უპატივისმცემლობას“, - წერს სტატიის ავტორი.
ამის მიუხედავად, პარტნიორობა შენარჩუნებულია. ამას მოწმობს, ამ კვირაში CIA-ის დირექტორის, უილიამ ჯ. ბერნსის ვიზიტი საუდის არაბეთში. მან „განიხილა საერთო ინტერესები“ საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან და „გააძლიერა ჩვენი ვალდებულება სადაზვერვო თანამშრომლობის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანტიტერორიზმი“, - უთხრა სტატიის ავტორს ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მსგავსი სიახლეები
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent
"როგორ ვნებს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი"- The Economist
"კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება" -BBC
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW
"ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონზე"-openDemocracy
უკრაინელი სამხედროები, სავარაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადებიან - ISW
Politico - ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება
რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან-BBC