მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე

სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. 

მათი ქმედებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. 

აღნიშნული კორუფციული ქმედებით მათ შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი, შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ.

ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. 

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას.

100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით – და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე.

ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით.

სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში.

ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფვიან.

კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.





მსგავსი სიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა“ განხორციელდა
მამუკა მდინარაძე - ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს
გურამ მაჭარაშვილი: არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშია
,, მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები''- გიორგი ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა
კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
მიხეილ სააკაშვილი – ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა ციხიდან პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ ფუნქციას
ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გივი მიქანაძე თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის აქვს
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ''- გიორგი ქართველიშვილი
ლევან მაჭავარიანი – აშშ-ის საელჩოდან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით განცხადება ვინც გააკეთა, საკითხს კარგად არ იცნობს ან შეცდომაში იყო შეყვანილი
ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება "ალიანსში", არც მაინტერესებდა შექმნის პირველივე დღიდან და ვწინასწარმეტყველებდი იმას, რაც ახლა სჭირთ -ანა წი​თლიძე
აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
აშშ-ის საელჩომ უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული, ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს და მსგავსი კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს-თენგიზ შარმანაშვილი
ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს, არ მოგვწონს, რომ შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები თავის სიტყვას იტყვიან -თენგიზ შარმანაშვილი